დღის ფოტო: გაფრინდაშვილი-აზმაიფარაშვილის ჭადრაკის პარტია ღვინით სავსე ჭიქებით

დღის ფოტო: გაფრინდაშვილი-აზმაიფარაშვილის ჭადრაკის პარტია ღვინით სავსე ჭიქებით

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, „ღვინის ქარხანაში“ ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

საზეიმო ღონისძიება არაორდინალური საჭადრაკო პაექრობით გაიხსნა. ერთმანეთს „ბათუმი 2018“-ის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის ექს-ჩემპიონი, ზურაბ აზმაიფარაშვილი დაუპირისპირდნენ. საჭადრაკო დაფაზე ფიგურების ნაცვლად, თეთრი და წითელი ქართული ღვინით სავსე ჭიქები ეწყო. სიმბოლური მატჩი ფრედ დასრულდა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში