გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის

გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის

მექსიკურ სერიალს „ველური გული“ საქართველოში 90-იან წლებში ყველა ასაკის ადამიანი უყურებდა. მთავარი გმირების, მონიკასა და ხუანის სიყვარულის ისტორიას ქალები და კაცები თანაბრად გულშემატკივრობდნენ.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ხუანის როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა, „მონიკა“ კი - სიმსივნეს ებრძვის.

მონიკას როლის შემსრულებელი, მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე ედიტ გონზალესი ახლა 53 წლისაა. ექიმებმა მას სიმსივნე დაუდგინეს და დაავადებასთან ბრძოლას განაგრძობს.

მსახიობმა თმების გარეშე არაერთი ჟურნალისთვის იპოზიორა, სურს, შვილისთვის მამაცი დედა იყოს და დარწმუნებულია, სიმსივნეს დაამარცხებს.

დაავადების შესახებ მსახიობმა პირველად 2017 წელს ისაუბრა.

„სიმსივნეზე იუმორით ვლაპარაკობ. ეს არავის ესმის, რადგან მე შავი იუმორი მაქვს, თუმცა არ მივცემ ნებას, დამამარცხოს - არც სულიერად, არც ფიზიკურად,“ - განაცხადა ინტერვიუში გონზალესმა.

დაავადების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ედიტი ცდილობს, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იყოს ორიენტირებული.

გონზალესს ერთი ქალიშვილი ჰყავს, კონსტანცა, რომელიც მექსიკელი პოლიტიკოსისგან, სანტიაგო კრილისგან შეეძინა.

ქალების გულთამპყრობელი ედუარდო პალომო, რომელიც „ველურ გულში“ ხუანის როლს ასრულებდა, 41 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

პალომო რესტორანში ვახშმობდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პალომომ ფილმში პირველად 12 წლის ასაკში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება სწორედ სერიალმა „ველური გული“ მოუტანა.

ცხოვრების ბოლო წლები მან აშშ-ში გაატარა, მსახიობს სურდა, ამერიკულ კინემატოგრაფსა და ტელევიზიებში მიეღწია წარმატებისთვის.

ედუარდო პალომო საიენტოლოგი იყო, მას ორი შვილი დარჩა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ