ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო

ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო

ბრაზილიაში მათემატიკოსები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩავიდნენ. რიოში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი შედგა და მათემატიკაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ოთხ ადამიანს ფილდსის მედალი გადასცეს.

ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „მათემატიკის ნობელის პრემიას“ უწოდებენ.

მისი მფლობელები ქაშერ ბირკარი, ალესიო ფიგალი, პიტერ შოლცე და აქშაი ვენკატეში გახდნენ.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კი პროფესორი ბირკარი მოხვდა, რომელიც ეროვნებით ქურთია და დიდ ბრიტანეთს რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ამ ყველაფერს რეალურად მიაღწევდა. თუმცა, ცერემონიაზე უსიამოვნო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი - ოქროს მედლის გადაცემის შემდეგ ბირკარის ჩემოდანი, რომელშიც პრესტიჟული ჯილდო შეინახა, დაიკარგა.

ქაშერ ბირკარი ქურთისტანის პროვინციაში, ირან-ერაყის საზღვართან მდებარე სოფელში დაიბადა. გამოცემასთან Quanta magazine მან განაცხადა, რომ თეირანში, მათემატიკის კლუბში, სადაც თავადაც დადიოდა, ფილდსის მედლის გამარჯვებულების სურათები კედლებზე ეკიდა.

„ვუყურებდი და ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნეტა ოდესმე თუ შევხვდებოდი ამ ადამიანებს. მაშინ იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ირანიდან ოდესმე დასავლეთის ქვეყნებში წავიდოდი,“ - ჰყვება ბირკარი.

სწავლა თეირანის უნივერსიტეტში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეძლო, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. იმ დროისთვის მათემატიკოსს ინგლისურად საუბარი გამართულადაც არ შეეძლო.

სულ მალე ბირკარის ნაშრომმა ბირაციონალურ გეომეტრიაში დიდი წარმატება მოიპოვა და პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

რაც შეეხება ფილდსის მედალს, 40 წლამდე მათემატიკოსებს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ აჯილდოებენ. თითოეული გამარჯვებული 15 ათას კანადურ დოლარს იღებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე