18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

18 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მოზარდი 35 კილოგრამს იწონის, უჭირს გადაადგილება, დაქვეითებული აქვს მხედველობა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, აწუხებს ძლიერი ტკივილები. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა, არსებობს გზა, რითაც ის ძალიან მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას. მიზნის შესრულებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს და ჩვენ ერთად შევძლებთ მიშიკოსთვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნას.

ბიჭის ოპერაციისთვის 60 ათასი ლარია საჭირო. სამწუხაროდ, სხვიტარიძეების ოჯახისთვის, რომელიც ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს და შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებიდან აქვთ, ფინანსების მოძიება ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს.

მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით 2017 წლის დეკემბერში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც სრულად გაიყიდა ქართველი მხატვრების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული ნამუშევრები. ჯამში შემოსულმა თანხამ 18 600 ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ გააორმაგა ღონისძიებიდან შემოსული თანხა და ჯამში 40 ათასი ლარი გაიღო მიშიკოს დასახმარებლად. დღემდე, ფონდის დამატებითი დაფინანსებით, მიშიკოს ჩაუტარდა არაერთი გამოკვლევა და საკმაოდ მძიმე წინა საოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები. წინასაოპერაციო სამზადისთან ერთად, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ამ ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან.

დაუზოგავი შრომის და მცდელობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო წერილი თურქეთის ერთ-ერთი წამყვან კლინიკიდან, სადაც ექიმები გამოთქვამენ მზადყოფნას ოპერაციის ჩატარებისთვის.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მადლობას უხდის თითოეულ კომპანიას, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა და გვერდში დაუდგნენ მიხეილ სხვიტარიძეს. ასევე, მადლობა მხატვრებს - გია ბუღაძეს, ოლეგ ტიმჩენკოს, გია ჯაფარიძეს, გივი თოიძეს, მაია თოიძეს, დავით პოპიაშვილს, ნინო ჩაკვეტაძეს, გია გუგუშვილს, ნანი ფოცხვერაშვილს, დავით ბაძაღუას, თეა თომაძეს, ირმა სვანიძეს, ბაჩო გეგუჩაძეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორებსა და სტუდენტებს, უანგარო დახმარებისთვის.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ სთხოვს სხვადასხვა ორგანიზაციას, გვერდში დაუდგეს მიშიკოს და ქველმოქმედებით შემოუერთდეს კეთილ საქმეს. მიზანი მიღწევადია და ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო!

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა და ამ პერიოდში 1000-მდე საქველმოქმედო აქტივობა აქვს ჩატარებული. ფონდის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს კომპანია „ფრესკო“ და მისი ერთგული მომხმარებლების შემოწირულობები. მნიშვნელოვანია, რომ „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში“ შემოსული თითოელი ლარი 100%-ით ხმარდება ბენეფიციარებს.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ანგარიშის ნომერია:

ბანკის კოდი: BAGAGE22 სს "საქართველოს ბანკი" ა/ა GE75BG0000000349521500GEL

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი