როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მოეწყობა

როგორი იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მოეწყობა

კომპანია "ანაგი" დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად "კიას" ცენტრია მოწყობილი, მრავალფუნქციური კომპლექსის "ორანჟერია"-ს მოწყობას გეგმავს. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების პირობები მერიასთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა პროექტი და მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

"მრავალფუნქციური კომპლექსი წარმოადგენს საგამოფენო და საკონცერტო ცენტრს და თავისი არქიტექტურულ -სივრცითი გადაწყვეტით წარმოადგენს ქალაქისათვის მსგავსი არეალების დაპროექტების ნოვაციურ მიდგომას. კომპლექსი აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან მთლიანად "ხსნის და აფიქსირებს" მიმდებარე არეალის საზოგადოებრივ-რეკრეაციულ დანიშნულებას.

თვით კომპლექსის ექსტერიერი და ინტერიერი წარმოადგენს სხვადასხვა მოცულობების "მწვანე" არეალების კომბინაციას, რომელიც შიდა და გარე სივრცეების ერთიანობას უსვავს ხაზს. აღნიშნულის გარდა პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა შექმნის საინტერესო პრეცედენტს და სტიმულს მისცემს აღმაშენებლის ხეივნის არქიტექტურულ-სივრცითი განვითარების ახალ მიდგომას",- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტი წარმოადგენს ტიპიურ ორანჟერიას. მისი შესრულება გადაწყვეტილია მინა-ლითონის კონსტრუქციების კომბინაციით, რომელიც გარე და შიდა მწვანე სივრცეების ერთიანობას ქმნის და რეკრეაციულ-საზოგადოებრივი ფუნქციის ორგანიზების უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს.

დაათვალიერეთ ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ