მოწამეთას მონასტერში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს

მოწამეთას მონასტერში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს. ადგილზე უკვე მიმდინარეობს მოკვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების მიერ. მუზეუმ-ნაკრძალის მმართველის, როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, სამუშაოები არ აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა ადასტურებს, რომ უნდა მომხდარიყო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან შეთანხმება. მისი თქმით, პირველადი შესწავლის შემდგომ მოხდება შეთანხმება მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ტაძრის წინამძღოლთან და საჭიროების შემთხვევაში, შელესილი ადგილები გათავისუფლდება, ან გაგრძელდება სამუშაოები.

როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, კოშკი არის მეექვსე საუკუნის. არსებულ სიტუაციამდე, ჭერში იყო 60-იანი წლების შელესილობა, საიდანაც ცვიოდა ბათქაში. მოგვიანებით მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია