ავტორი:

81 წლის ასაკში ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა.

სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.

ჯონ მაკკეინი 1987 წლიდან დღემდე არიზონას შტატის სენატორი იყო. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის "რესპუბლიკური" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 1958 წელს ჯონ მაკკეინმა საზღვაო აკადემია დაამთავრა. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. ვიეტნამის ომის დროს 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც სერიოზულ წამებას გაუძლო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე