ავტორი:

რატომ უნდა დაყაროთ მატრასზე სოდა - ეს მეთოდები შესაძლოა, არ იცოდით

რატომ უნდა დაყაროთ მატრასზე სოდა - ეს მეთოდები შესაძლოა, არ იცოდით

თანამედროვე ბაზარზე უამრავი ჰიგიენური საშუალებაა, რომელიც სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში ეხმარება დიასახლისებს, თუმცა ყველა სახლში მოიძებნება საკვები სოდა, რომელიც ბევრისთვის დღემდე შეუცვლელი საშუალებაა.

მისი გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს - იცოდით როგორ უნდა გაწმინდოთ საწოლის მატრასი სოდით? ეს საშუალება მას ოფლის ლაქებისგან, მტვრისა და სუნისგან დაიცავს.

მატრასის გაწმენდის მეთოდი ასეთია:

თავდაპირველად, მტვერსასრუტით გაწმინდეთ მთელი მატრასი. ამის შემდეგ, საცერის დახმარებით მატრასზე მოაყარეთ ერთი შეკვრა საკვები სოდა (რომელსაც, სურვილის მიხედვით დაუმატებთ ეთერზეთს, რაც უფრო არომატულს გახდის მას). დატოვეთ მატრასი ამ ფორმით რამდენიმე საათი, თუმცა სასურველია ერთი ან ორი დღე მაინც. დროის გასვლის შემდეგ, ისევ მტვერსასრუტით, ფრთხილად აიღეთ მატრასზე დაყრილი სოდა. გვერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ხალიჩის და დივანის გაწმენდა

სოდის გამოყენება შეგიძლიათ დაბინძურებული ხალიჩისა და რბილი ავეჯის გასაწმენდადაც. ამისთვის მოგიწევთ შემდეგი ხსნარის დამზადება:

1 სუფრის კოვზ საკვებ სოდას დაუმატეთ ამავე რაოდენობის სარეცხი ფხვნილი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული, თბილი წყალი. შემდეგ დაამატეთ 4-5 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი. ნაზავი აქტიურად დაიწყებს აქაფებას, ამიტომ მის მოსამზადებლად დიდი ზომის ჭურჭელი გამოიყენეთ. კარგად აურიეთ ნარევი და ჩაასხით მისაშხურებლიან ბოთლში.

მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ დასვრილი ზედაპირი (ხალიჩა, დივანი, სავარძელი), შემდეგ დაასხით მიღებული ნარევი, გააჩერეთ 10 წამის განმავლობაში და ღრუბელით გაწმინდეთ დასვრილი ადგილები. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარმა ნაჭერი არ გააფუჭოს ბევრი წმენდის გამო.

ივლისის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვინ უნდა იყოს ფრთხილად ტრავმებთან, ვის დასჭირდება სამედიცინო გამოკვლევა და ვინ იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას

"დათვების ოჯახმა გასაგრილებლად საუკეთესო საშუალება იპოვა" - ვიდეო ვაშლოვანის ეროვნული პარკიდან

იწყება ახალი ეპოქა, რომლის გავლენა 200 წელს გაგრძელდება, ბევრი სისტემა დაიშლება, ბევრს გაეხსნება "მეორე სუნთქვა" - ასტროლოგი "დიდ მუტაციას" პროგნოზირებს