ავტორი:

როგორ უნდა მოამზადოთ ნიყვი და რით არის გამორჩეული სხვა სოკოებისგან

როგორ უნდა მოამზადოთ ნიყვი და რით არის გამორჩეული სხვა სოკოებისგან

სოკო "ნიყვი" ბოლო დროს სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდა. ნიყვი მართლაც უგემრიელესი სოკოა. საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ამიტომ მისი ფასი 50 ლარსაც აღწევს. წინა წლის მსგავსად ახლა კვლავ დაიწყო ამ სოკოს ბუმი და სხვადასხვა რესტორნები თავს იწონებენ მენიუში სეზონური კერძის შეტანით.

ნიყვი წიფლნარში და მუხნარში იზრდება. მისი სეზონი აგვისტო-სექტემბერია. ამოდის ნოტიო ფერდებზე და ხავსიან ბორცვაკებზე. ქუდი მოწითალო ფორთოხლისფერია, ფეხი ღია ყვითელი, ფეხზე აქვს გარშემორტყმული თხელი თეთრი ან მოყვითალო არშია. ძირში კი თეთრი თოფრაკია. ნიყვის ქუდის ზომა ზოგჯერ 25 სანტიმეტრს აღემატება. შედარებით უხვად მოიპოვება დასავლეთ საქართველოში - ბაღდათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ოკრიბაში. მიირთმევენ ძირითადათ შემწვარს.

თუ სადმე გადააწყდით, მის შეძენაზე უარს ნუ იტყვით. რა თქმა უნდა, მისი მომზადებაც უნდა იცოდეთ. გთავაზობთ ნიყვის მომზადების რამდენიმე ხერხს, რომლებსაც შედარებით გამოცდილი ინტერნეტმომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ:

"ქათმის ხორცივითაა. ყველაზე მეტად კარაქი და შეწვა უხდება. დანარჩენი ვის როგორ უყვარს. პირადად მე ბევრნაირად მაქვს ნაცადი, ჩახოხბილიც კი მაქვს გაკეთებული და ვაღიარებ, შებრაწული კარაქით ყველაზე გემრიელია" წაიკითხეთ მეტი

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი