ავტორი:

"რომელ ქართულ ონლაინ მაღაზიაში ყიდულობენ ნივთებს ცნობილი სახეები - "რაც შევუკვეთე, ის ჩამოვიდა"

"რომელ ქართულ ონლაინ მაღაზიაში ყიდულობენ ნივთებს ცნობილი სახეები - "რაც შევუკვეთე, ის ჩამოვიდა"

„შეზლონგი გამოძახებით“ - ალბათ წარმოუდგენელია, რა უნდა მოხდეს, რომ საცურაო აუზზე წასულს მისი დაგუგვლა დაგჭირდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ცნობილი სახე ხარ. თუმცა გასაჭირი მაჩვენე და გაქცევას განახვებო ნათქვამია და აჩიკო სოლოღაშვილმაც სწორედ ეს გაქცევა ნახა, როდესაც მეუღლესთან ერთად საცურაო აუზზე წასულმა თავისუფალი შეზლონგი ვერ იპოვა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სწორედ ასეთ შინაარსის ტექსტი დაპოსტა ცნობილმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა. თურმე არც მეტი, არც ნაკლები მან ონლაინ იყიდა შეზლონგი, რომელიც 45 წუთში ადგილზე მიუტანეს.

აჩიკოს მეგობრებმა შეზლონგის ონლაინ ყიდვის თემა აიტაცეს და პოსტზე სახალისო კომენტარებიც წამოვიდა. „მაგ ლინკზე პატარა აუზი გამოძახებით არაა?“ - წერდა გვანცა დარასელია. აჩიკოს მეგობრები ონლაინ ყიდვის თემამ იმდენად დააინტერესა, რომ მათი დიდი ნაწილი მაღაზიის ლინკს ითხოვდა და მოგვიანებით თავადაც კი გამოიწერეს ნივთები ონლაინ.

მეგობარი რისი მეგობარია თუ მისი რჩევა არ გაითვალისწინე და სწორედ ასე მოიქცა გვანცა დარასელიაც. აჩიკოს ამ ისტორიის შემდეგ, მანაც ონლაინ შოპინგი დაიწყო.

„რაც შევუკვეთე, ის ჩამოვიდა“ - ეს პოსტი კი ნინო ხოშტარიას ეკუთვნის. თურმე ტელეწამყვანს ონლაინ შოპინგი არ ყვარებია, მაგრამ მისი მეგობარი აჩიკო სოლოღაშვილი იმდენად კმაყოფილი და ბედნიერი იყო ონლაინ შენაძენით, რომ გადაწყვიტა ერთხელ მასაც ეცადა ბედი. შენაძენი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მას შემდეგ ნინოც ხშირად ყიდულობს ნივთებს ინტერნეტ მაღაზიაში.

ონლაინ შოპინგის მოყვარული კიდევ ერთი ცნობილი სახე კი ქრისტინე იმედაძეა. ინტერნეტით გამოწერის სიმარტივემ ქრისტინე იმდენად მოხიბლა, რომ ონლაინ ხშირად იწერს ნივთებს, მოუთმენლად ელის მათ და მიღებული პროდუქციით მეტად კმაყოფილიცაა.

როგორც გავარკვიე იბიჯის მომხმარებლები მხოლოდ ცნობილი სახეები არ არიან. facebook -ზე გამოხმაურებებისა და პოზტიური შეფასებებიდან გამომდინარე თამამად ითქმის რომ იბიჯის კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვი ძალიან დიდია.

საიტზე შესვლიდან რამდენიმე წამში ხვდები რომ აღმოჩნდი მაღაზიაში, საიდანაც შეგიძლია შეიძინო ყველაფერი: ტექნიკა, ტანსაცმელი, შეზლონგი და მცენარეებიც კი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გასაკვირი აღარაა, რატომ მოედო ვირუსივით სოციალურ ქსელებს ონლაინ მაღაზია www.ebg.ge და რატომ მიიქცია საზოგადოების ამხელა ყურადღება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის