ავტორი:

თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია

თვალწარმტაცი მღვიმე მარტვილში, რომელსაც 35 წლის ასაკში გარდაცვლილი მკვლევარის სახელი ჰქვია

გეოგრაფი, ნატურალური ღვინის მწარმოებელი სამეგრელოდან ზაზა გაგუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მღვიმეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც გულგრილად ვერ დაათვალიერებთ. კადრებზე საოცარი სილამაზის ბუნება და მღვიმეა ასახული.

ტობას მღვიმე ბალდის ტერიტორიაზეა განლაგებული და როგორც გაგუა წერს, მღვიმე არსენ ოქროჯანაშვილის სახელობისაა. ახალგაზრდა სპელეოლოგი 1965 წელს, სულ რაღაც 35 წლის ასაკში დაიღუპა ტობის II მღვიმის გამოკვლევის დროს. მღვიმეს მისი გარდაცვალების შემდეგ არსენ ოქროჯანაშვილის სახელი უწოდეს.

ქართველი გეოგრაფი არსენ ანდრიას ძე ოქროჯანაშვილი კახის რაიონში დაიბადა. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისასთვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად 1977 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. კახში დღემდე არსებობს არსენ ოქროჯანაშვილის ქუჩა.

ტობას მღვიმეში რამდენიმე დარბაზია, თუმცა შესწავლილი ცოტაა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი დაარქვეს. ამ ტერიტორიაზე სულ 12 მღვიმეა.

აი რას წერს ზაზა გაგუა მღვიმეს შესახებ:

"მარტვილის მუნიციპალიტეტი, ასხის კირქვული პლატოს სამხრეთი ნაწილი, მდინარე ტობას აუზი, სოფელი ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5კმ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიანი მღვიმე. მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „სალონი“, ნანას დარბაზი“, უნივერსიტეტი - 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები.

ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმაღლე 7 მ აღწევს. მღვიმე დინამიური. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან - 14,4, მღვიმეში მე-100 მეტრზე - 13, მე-400 მეტრზე - 12.4, ხოლო ბოლო დარბაზში 11,8 აღინიშნა. „სალონის“ პირდაპირ ვიწრო განშტოებიდან განუწყვეტლივ უბერავს.

მღვიმიდან გამოედინება მდინარე, რომელიც მიწისქვეშ ოთხ ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადურ ჩანჩქერს.

მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ამჟამად გვხვდება ცალკეული ეგზემპლარები. მღვიმე ჯამური სიგრძით 1600 მ-ია. ძნელი მისადგომია. მღვიმეში მოგზაურობა ადვილია, საჭიროა რეზინის ნავები. შედგენილია გეგმა, ჭრილები. აღმოჩენილი და გამოკვლეულია გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეო ექსპედიციის - არსენ ოქროჯანაშვილის და ჯიშკარიანის მიერ 1963 წელს. კეთილმოწყობის შემთხვევაში შესნიშნავ ტურისტულ საექსკურსიო ობიექტად გადაიქცევა" - წერს ზაზა გაგუა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით და ადგილიდან საოცარ ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოები ზაზა გაგუას "ფეისბუქის" გვერდიდან

რას წერენ ქალბატონები, რომლებმაც საპატრულო პოლიციისგან საჩუქარი მიიღეს

"ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება...რამდენიმე დღეში კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"გზავნილი საკანი 224-დან..." - როგორ მიულოცა ნიკა მელიამ საყვარელ ქალს 8 მარტი