ავტორი:

პატიმრისა და შვილის ემოციური შეხვედრა - ციხეში ექსკურსიაზე მყოფმა მოსწავლემ საკუთარი მამა იპოვა

პატიმრისა და შვილის ემოციური შეხვედრა - ციხეში ექსკურსიაზე მყოფმა მოსწავლემ საკუთარი მამა იპოვა

სასკოლო ექსკურსია ტაილანდის ციხეში ძალიან ემოციური აღმოჩნდა ერთ-ერთი მოსწავლისთვის და პატიმრისთვის. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, სრულიად შემთხვევით ბიჭმა პატიმრებს შორის საკუთარი მამა შენიშნა.

ექსკურსიის ორგანიზატორი კომპანია Jam Banjeud Rayong იყო, რომელიც სკოლებისთვის საგანმანათლებლო და რეკრეაციულ ექსკურსიებს უზრუნველყოფს. გუნდის ლიდერის არომ ხუნმოუნგის თქმით, ციხეში ვიზიტის დროს დაინახა, რომ ერთ-ერთი მოსწავლე სევდიანი იდგა და თვალს არ აშორებდა პატიმარს. მოულოდნელად კი ბიჭის სახეზე ცრემლები შენიშნა, მასთან ერთად პატიმარიც ატირდა. მასწავლებლის თხოვნაზე, აეხსნა რა ხდებოდა, ბიჭმა განაცხადა, რომ პატიმარი მისი მამა იყო.

მას შემდეგ, რაც მამა-შვილს ერთმანეთთან მიახლოების ნება მისცეს, კაცმა ბიჭი ჩაიხუტა.

„ძალიან ვწუხვარ... მენატრები. როდესაც ციხეს დავტოვებ, კარგი ადამიანი ვიქნები. გთხოვ, კარგი ბიჭი იყავი შენც, შვილო...“ - სთხოვა შვილს.

ამის შემდეგ კი, მამის მიმართ პატივისცემა ბავშვმა ტრადიციული ტაილანდური ჟესტით გამოხატა - მუხლებზე დადგა და მამას ფეხებზე ემთხვია.

არომის თქმით, ბიჭი უზომოდ ბედნიერი იყო მამასთან შეხვედრით, თუმცა დანაშაულისა და სასჯელის ვადის შესახებ "ფეისბუქის" პოსტში არაფერია ნათქვამი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ