ავტორი:

"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"

"მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლების დასჯის პროცესი რთული იქნება, რადგან მარიხუანა შარდში ერთი თვე ჩანს"

საზოგადოება კარგად ვერ აღიქვამს, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, არ მომხდარა საბოლოოდ მარიხუანას ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია, - ამის შესახებ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა.

"საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, რაც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოება კარგად ვერ აღიქვამს იმას, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. მისი ინტერპრეტაცია არასწორად ხდება. საქართველოში არ მომხდარა საბოლოოდ მარიხუანას ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო. პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, რა ზიანი მოგვიტანა ამ გადაწყვეტილებამ. მაგალითად გაიზარდა თუ არა მოხმარება? - ეს უნდა გავიგოთ იმის მიხედვით, მოხდა თუ არა მომართვიანობის გაზრდა სამედიცინო დაწესებულებებში, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, რომელიც გამოწვეულია მარიხუანას მოხმარებით, ასევე მარიხუანას ზედოზირებით საავადმყოფოში ადამიანების მოხვედრის შემთხვევები. დღესდღეობით სახეზე არცერთი არ გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში არაფერი გასაკუთრებული არ მოახდინა", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით სწორია, თუმცა, რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება.

"რამდენიმე საკითხს არ ვეთანხმები და საკმაოდ რთული იქნება ამ საკითხის გაკონტროლება. ეს არის ზუსტად სახელმწიფოს რეაგირება ლეგალიზაციის შემდგომ, გარკვეული რეგულაციების შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების დანერგვა ქვეყანაში. პირველ ნაწილს, რაც ახალგაზრდებს ეხება, ვეთანხმები. თუმცა, არ ვეთანხმები გარკვეული პროფესიების შეზღუდვას და გარკვეული უფლებების ჩამორთმევას, რაც ძლიან არადემოკრატიულად მიმაჩნია ჩვენს სახელმწიფოში", - განაცხადა ნარკოლოგმა.

შსს-ს რეგულაციებზე საუბრისას, სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ავტომობილის მართვისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს და აღნიშნა, რომ ეს რთული პროცესია, რადგან მარიხუანა მოხმარებიდან ერთი თვის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში.

"ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა. მარიხუანას თვისებებიდან გამომდინარე, შარდში კვალის აღმოჩენა შესაძლებელია ერთი დღიდან ერთ თვემდე. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც მანქანას მართავს, შეიძლება ნებისიერი სხვა ნივთიერება ჰქონდეს მიღებული, რომლის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება. მისი დიაგნოსტირების დროს შესაძლებელია მარიხუანა იყოს აღმოჩენილი შარდში და ყველაფერი დაბრალდეს მარიხუანას. ეს უნდა დადგინდეს კლინიკურად, იმ მომენტში აქვს თუ არა მარიხუანა მოხმარებული", - განაცხადა სიხარულიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს