ავტორი:

13 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი - აშშ-ში წყალდიდობა კვლავ გრძელდება

13 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი - აშშ-ში წყალდიდობა კვლავ გრძელდება

ქარიშხალი „ფლორენსი“ აშშ-ში შესუსტდა, თუმცა მან 13 ადამიანი კაროლინაში უკვე იმსხვერპლა. CNN-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება.

„ფლორენსი“ ჩრდილოეთ კაროლინას თავს პარასკევს დილით დაატყდა, სტიქიის გამო დაახლოებით 796,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხალხმა წყალდიდობის გამო სახლების დატოვება ვერ მოახერხა, ისინი უსაფრთხო ადგილას მაშველებმა გადაიყვანეს.

„ფლორენსმა“ 13 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - დედა და შვილი, რომლებსაც სახლთან ახლოს ხე დაეცა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.

ამავე შტატში, ქალაქ ჰემფსტედში ქალს გულის შეტევა დაემართა, გამოძახებულ სასწრაფო დახმარების გუნდს გზა მოგლეჯილი ხეებით დახვდა გადაკეტილი, როდესაც ადგილზე მივიდნენ, პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე