ავტორი:

28 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთში დაბრუნდება - გაეცანით სექტემბერში მოგზაურობის განრიგს

28 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთში დაბრუნდება - გაეცანით სექტემბერში მოგზაურობის განრიგს

28 სექტემბერს, გამთენიისას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთში დაბრუნდება.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სექტემბერში მოგზაურობის განრიგი:

18-21 სექტემბერი - სულთმოფენობის ეკლესია ვაჟა ფშაველას გამზირზე;

21-24 სექტემბერი - წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია სახელმწიფო უნივერსიტეტთან;

24-26 სექტემბერი - ალავერდის მონასტერი;

26 სექტემბერი - ეროვნული მუზეუმი;

წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები დროებით, ინდოეთიდან საქართველოში 2017 წელს ჩამოაბრძანეს.

წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. იგი ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ 2006 წელს აღმოაჩინა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ