ავტორი:

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში?! - რატომ სწავლობს სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამას

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, შესაძლოა, ჯანდაცვის უწყებაში დიდი სკანდალის საფუძველი გახდეს - პროგრამას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობისთვის საჭირო ძვირად ღირებული მედიკამენტები ჩამოწერა. საქმე ეხება ექვსი ათას კოლოფ "ჰარვონის", რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი აშშ დოლარით იწყება. მწარმოებელი კომპანია მას საქართველოს საჩუქრად უგზავნის.

ეს პროგრამა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო ქვეყანაში Cჰეპატიტით დაავადებულთა დიდი რაოდენობისა (დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ვირუსი აქვს მოსახლეობის 7.7%-ს) და ქვეყნის მასშტაბის გამო შეირჩა - პატარა ქვეყნისთვის ძვირად ღირებული პრეპარატი შედარებით მცირე რაოდენობით იყო საჭირო. მეორე მხრივ, მწარმოებელი კომპანიისთვისაც და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვისაც" მნიშვნელოვანია შედეგი - C ჰეპატიტით დაავადებულთა განკურნება მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა განაცხადა თანხმობა, რომ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები. ამჟამად, ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-ზე მეტი პაციენტი. მათგან 44 000-ზე მეტმა მკურნალობა უკვე დაასრულა, მათი განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

ოფიციალური ვერსია

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯანდაცვის უწყებამ შემოსავლების სამსახურს ძვირად ღირებული წამლების ჩამოწერა სთხოვა. საკითხის მოკვლევა ერთდროულად ორმა უწყებამ დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევას შემოსავლების სამსახური ატარებს. პარალელურად გამოძიება დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომაც.

სუს-ის განცხადებით, კითხვები მედიკამენტების განაწილების პროცესში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს.ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, გამოძიება პრევენციული ხასიათისაა და საქმე ეხება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

"გამოძიება ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ექვსი წლის განმავლობაში არ მახსოვს, კონტროლი არ ყოფილიყო. ეს მუდმივად არის, მათ შორის - ანტიკორუფციული სამსახურის," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები