ავტორი:

თვითმფრინავი ბილიკს ასცდა და ოკეანეში ჩავარდა - ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება

თვითმფრინავი ბილიკს ასცდა და ოკეანეში ჩავარდა - ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება

თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში მდებარე პატარა კუნძულ ვენოზე ასაფრენ ბილიკს ასცდა და ოკეანეში ჩავარდა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 9.30 საათზე მოხდა. თვითმფრინავში მსხდომი 36-ვე მგზავრი და ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი გადარჩა, თუმცა თვითმფრინავი წყალში მთლიანად ჩაეფლო და ერთი მგზავრი დაშავდა.

ავიალაინერში მყოფების გადასარჩენად ლაგუნაში ადგილობრივი მცხოვრებლები ნავებით შევიდნენ, მგზავრებმა ფრთებზე ასვლა შეძლეს.

ნახეთ ვიდეო : ავიაკატასტროფა: თვითმფრინავი ზღვაში ჩაიძირა, მაგრამ ყველა მგზავრი გადარჩა

აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, ავიაკომპანიის Air Niugini-ს კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს დაახლოებით 160 მეტრით ასცდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე