ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე?!

შეხვედრის მონაწილეებს ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებთან საპრეზიდენტო არჩევნების გარემოზე ისაუბრა.

"ყველაფერი ავუხსენი, თუ რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, თუ როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, თუმცა ბევრს საუბრობენ ევროპაზე და თავიანთ დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს. ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, თუ რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მაინც გადავა არა მხოლოდ ევროპული კამპანიების სტილზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე იმ კუთხით, რომ ამდენი აგრესიითა სიძულვილით საქმე არ კეთდება ქვეყანაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის და მისი ოჯახი რუსული კულტურის წარმომადგენლები არიან.

"ღმერთმა შეარგოს... თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე, რომ მეც დავიწყო რაღაც ბრალდებები?! თვითონ ამბობს, კაცი რაც არის და მე მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა. ეს არის ის ფაქტები, რომელზეც ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი რუსული კულტურის წარმომადგენლები არიან.

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი: "არაევროპული საარჩევნო გარემოა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები