ავტორი:

რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...

რატომ წვავს თქვენი მანქანა უფრო მეტს...

ავტომწარმოებლების მიერ ნაჩვენებ მონაცემებში საწვავის ხარჯი უფრო და უფრო მცირდება, მაგრამ მძღოლები პრაქტიკაში ამას ვერ გრძნობენ. რატომ?

საწვავის ხარჯი მძღოლისთვის მხოლოდ მაშინაა სულერთი, როცა მას ბევრი ფული აქვს. არადა, ასეც არ უნდა იყოს, რადგან რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყო, ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. თანაც, რაც უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი, მით უფრო აბინძურებს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

თუმცა ისეთები, ვისაც საწვავის ხარჯი არ აინტერესებს, ძალიან ცოტანი არიან. მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ხშირად მტკივნეული თემაა - მით უმეტეს იმ დროს, როცა საწვავი ძვირია და ფასი არა და არ აკლდება.

ევროპაში ავტომობილების საწვავის ხარჯით სერიოზულად არავინ დაინტერესდა მანამ, სანამ პირველი სანავთობო კრიზისი არ დადგა, ეს კი 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მანამდე ბენზინი იაფი იყო და ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ პოლიტიკოსს არ აინტერესებდა, რამდენს მოიხმარდნენ იმ დროინდელი მანქანები. მერე კი, როცა ნავთობის ონკანი გადაიკეტა, საწვავის ფასი პოლიტიკური საკითხი გახდა - მაგრამ ცოტა ხნით, რადგან კრიზისმა მალე გადაიარა.

ამის შემდეგ საწვავის ხარჯი ყურადღების ცენტრში მხოლოდ 30 წლის შემდეგ მოექცა - იმ დროს, როცა ევროპაში ბევრ რამეზე, პირველ რიგში გარემოზე სერიოზულად დაფიქრდნენ და გამონაბოლქვის რაოდენობის მიხედვით გადასახადები დააწესეს. შესაბამისად, დაიწყო ე.წ. Downsizing-ის ხანა და მოდაში მცირელიტრაჟიანი ავტომობილები შემოვიდა. საწვავის ხარჯის შემცირებაზე ზრუნვა ავტომწარმოებლებმაც აქტიურად დაიწყეს და როგორც ქაღალდზე ჩანს, სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს: თეორიულად, 2001-დან 2011 წლამდე ახალი ავტომობილების საწვავის ხარჯი მთელი ერთი მეხუთედით შემცირდა. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად...

სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში AUTO BILD-ის ტესტებში თეორიული მიღწევა პრაქტიკაში არ აისახებოდა და განსხვავება რეალურ და ოფიციალურ ხარჯს შორის დაახლოებით 23 პროცენტია! მაღალი კლასის BMW 20 წლის წინათ 6-ცილინდრიანი ძრავითა და 180 ცხენის ძალით საშუალოდ 12-დან 13 ლიტრამდე საწვავს მოიხმარდა. დღეს, 4-ცილინდრიანი Turbo-აგრეგატით, ნორმალურ რეჟიმში მართვის დროს ხარჯი 11 ლიტრს, ანუ, დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებს შეადგენს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ აქტუალური მოდელი ყველა მიმართულებით მინიმუმ 10 სანტიმეტრით გაიზარდა, წონაში 300 კილოგრამი მოიმატა და 1994 წლის წინამორბედთან შედარებით 60 ცხენის ძალით მეტიც აქვს.

მაგრამ ზომა, წონა და მეტი სიმძლავრე მხოლოდ ერთია იმ ხუთი ასპექტიდან, რაც AUTO BILD-მა აღმოაჩინა. მაშ ასე: პასუხები კითხვაზე "რატომ მოიხმარენ თანამედროვე ავტომობილები იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებში წერია?"

საწვავის ხარჯი: სტენდი პრაქტიკის ნაცვლად

როცა ავტომწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მშვიდად მართვის შემთხვევაში მძღოლებს ოფიციალურ მონაცემებში ნაჩვენები ხარჯის მიღწევა შეუძლიათ, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. არც ავტომობილებს და არც სვლის მანერას რეალობასთან კავშირი არ აქვს. განსხვავება საწვავის ოფიციალურ და რეალურ ხარჯს შორის დაახლოებით 23 პროცენტია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ