ავტორი:

თბილისის მოდის  კვირეულის მე -18 სეზონი დღეს გაიხსნება

თბილისის მოდის  კვირეულის მე -18 სეზონი დღეს გაიხსნება

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი დღეს ქართული კულტურის ლეგენდის, ქართული სტილის კერპის ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით -"Style Icon” გაიხსნება, რომელსაც SOLO წარმოადგენს.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის მხარდამჭერია "საქართველოს ფოსტა“. ღონისძიებას მსახიობი გოგოლა კალანდაძე გაუძღვება.

2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს.

კვირეულის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები.

კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერსბაზაარის“, „ელოფისიელის“, „მარიკლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან.

მოდის კვირეულის ეს სეზონი გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგება მაყურებლის წინაშე.

მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეკოპროდუქცია.

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისათვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისათვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდება და მათ ღონისძიებაზე დასწრებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესთავაზებენ.

ჩვენებები ღვინის მარნებში და სპეციალურად შერჩეულ ისეთ ადგილებში გაიმართება, რომლებიც ტურისტების, უცხოური პრესისა და ქართველი მნახველისათვის საინტერესო იქნება. კვირეულის 4-დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“- კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.

ახალბედა დიზაინერები მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული კოლექციებითა და პერფორმანსებით წარსდგებიან.

თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი კომპანიები: SOLO ,საქართველოს ფოსტა, კომპანია „სოკარი“, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორები“, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“, დეკორატიული კოსმეტიკის ევროპული ბრენდი „ინგლოტი“, „ლაპარის“, „ჩაიჰანაბაზარი“, რესტორანი „ქალაქი“ საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია „იმედი“,“ნარგისი საქართველო“,ჟურნალი “HELLO”,ჟურნალი“სითი“, ჟურნალი“ბომონდი“, ჟურნალი“FOREBS ”, ”MUSIC BOX”, “არტარეა „,“ალმა-alma “, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,“ივენთს ამბები.ჯი“,“Fashionholics Online”,”TREND.Ge,” „ინტერნეტ მედია ჯგუფი, ინგლისურენოვანი გამოცემა „Messenger”,საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება