მომღერალი ნინი ბადურაშვილი დახვეწილი და ელეგანტური სტილით გამოირჩევა. როგორც ინტერვიუებიდან და სოციალურ ქსელებში მისი ფოტოებიდან იკრვევა, მომღერალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწორ კვებას და სპორტს, როგორც სხეულის სიჯანსაღის ერთ-ერთ საშუალებას.
ნინი 5 წლის ელენიკოს დედაა. ორსულობისას მომღერალმა 18 კილო მოიმატა, თუმცა ფორმაში ჩადგომა არ გასჭირვებია.
"ელენეზე ორსულობისას 18 კილო მოვიმატე. როცა ბავშვი გავაჩინე, იმაზე მეტი დავიკელი წონაში, რაც ორსულობამდე ვიყავი, ამას ნელ-ნელა ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით მივაღწიე. ელენე ძუძუთი კვებაზე მყავდა, ალერგიული ბავშვი იყო და ვცდილობდი მძიმე საკვები არ მიმეღო. ჩემდაუნებურად გამომივიდა დიეტაზე ყოფნა", - ამბობდა ნინი.
სცენაზე, ტელეგადაცემებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მომღერალი უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს.