ავტორი:

მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან

მეტეოროლოგები ანომალიურ კლიმატურ მოვლენას დეკემბრიდან ელიან

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ 2019 წლის თებერვალში გლობალური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაფიქსირდეს, 80%-ით გაიზარდა.

ელ-ნინიო (ესპ. El Niño - ბავშვი, ბიჭუნა) ანომალიური, გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ერთ წლამდე გრძელდება. ელ-ნინიო დეკემბერში წარმოიშობა და ემთხვევა შობის დღეებს, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც - "ბავშვი", რაც ყრმა იესოს გულისხმობს.

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ანომალიურ მოვლენა ელ-ნინიოს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეს თბილი სეზონური ზედაპირული დინება დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოში ამინდის ცვალებადობაზე. როგორც ცნობილია, ბოლო და ყველაზე ცხელი ელ-ნინიო 2016 წელს დაფიქსირდა, რაც ჰაერში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოყოფამ გამოიწვია.

როგორც მეცნიერები ამბობენ, 2019 წლის ელ-ნინიო არ იქნება ისეთი ცხელი, როგორიც 2016 წელს იყო. ამ ანომალიური კლიმატური მოვლენის დროს წარმოქმნილი თბილი სეზონური ზედაპირული დინების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, გვალვები და წყალდიდობები იწყება. გვალვები ძირითადად ეხება ავსტრალიის ტერიტორიას, ხოლო წყალდიდობები სამხრეთ ამერიკას.

"მართალია 2019 წელს მოსალოდნელი ელ-ნინიო არ იქნება ისეთივე ძლიერი, როგორიც 2015-2016 წლებში იყო, თუმცა ის მაინც იმოქმედებს ტემპერატურის ცვლაზე და სხვადასხვა ქვეყანაში გამოიწვევს ძლიერ წვიმას. ცალკეულ რეგიონებში შეცვლის ტემპერატურის იმ ნიშნულებს, რომლებიც უკვე არსებობს. ელ-ნინიო, რომელიც 2019 წელს არის მოსალოდნელი, იმოქმედებს სოფლის მეურნეობაზეც" - აცხადებენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში.

მეცნერებმა აშშ-ში მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელი ელ-ნინიოს შესახებ. ავსტრალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მშრალი და ცხელი კლიმატი, რომელიც ამა წლის ოქტომბერში იყო, აუცილებლად იმოქმედებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაზე და მოსავალზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ელ-ნინიო მოსალოდნელია 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის თებერვალს შორის. სავარაუდოდ, ეს ანომალური და გლობალური კლიმატური მოვლენა 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე