ავტორი:

"მე ქრისტეზე დავქორწინდი" - ქალები, რომლებიც ქალწულობის აღთქმას დებენ

"მე ქრისტეზე დავქორწინდი" - ქალები, რომლებიც ქალწულობის აღთქმას დებენ

ჯესიკა ჰეიესმა საქორწინო კაბა, პირბადე და ბეჭედი შეიძინა. საკურთხეველთან კი, როდესაც მღვდელი ცერემონიალს აღავლენდა, მის გვერდით საქმრო არ ყოფილა.

ჯესიკას თქმით, ის ქრისტეზე დაქორწინდა.

BBC-ს ინფორმაციით, 41 წლის ჰეიესს ქალწულობის აღთქმა აქვს დადებული, ეს მოწოდება კათოლიკე ქალებმა, რომლებსაც სურთ „ქრისტეს სასძლოები“ გახდნენ, ეკლესიისგან მიიღეს.

ცერემონიალის დროს საქორწინო სამოსში გამოწყობილი ქალები ფიცს დებენ, რომ არასოდეს ექნებათ სექსუალური, ან - რომანტიკული ურთიერთობები. ქრისტეზე დანიშვნის სიმბოლოდ ქალებს საქორწინო ბეჭედიც აქვთ.

ჯესიკა აშშ-ში ერთ-ერთია იმ 254 ქალიდან, რომლებიც საკუთარ თავს „ქრისტეს პატარძლებს“ უწოდებენ. ქალებს ჩვეულებრივი საერო ცხოვრება აქვთ - მუშაობენ ექთნებად, ფსიქოლოგებად, გამყიდველებად, მეხანძრეებად, ზოგი მათგანი - ბიზნესვუმენია.

2015 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ქალიშვილობის აღთქმა, დაახლოებით, 4 ათას კათოლიკე ქალს აქვს დადებული. მონაზვნებისგან განსხვავებით, მორწმუნე ქალიშვილები არ ცხოვრობენ მონასტრებში და არ იცვამენ სპეციალურ სამოსს.

კათოლიკე ეკლესიაში „უბიწობის აღქთმას“ მამაკაცები არ დებენ.

ჯესიკა ჰეიესი უკვე 18 წელია, მასწავლებლად მუშაობს. თავისუფალ დროს კი ლოცულობს. მას მუდმივად აქვს კავშირი სულიერ მოძღვართან.

ჯესიკას თქმით, წარსულში ჰქონია რომანტიკული ურთიერთობები, თუმცა კმაყოფილების განცდა არ მოუტანია.

„ვფიქრობდი, რომ უნდა გავთხოვილიყავი, ეს ძალიან ბუნებრივი სურვილია ყველა ადამიანისთვის. ამიტომ, რამდენიმე მამაკაცს ვხვდებოდი, თუმცა სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია,“ - ამბობს ჰეიესი.

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას

ახალგაზრდა ქართველმა ქალმა რომის ცენტრში ბინის აივანზე ბაღ-ბოსტანი მოაწყო