ავტორი:

საცეკვაო მოედანზე ხალხი გარდაიცვალა - იტალიის ღამის კლუბში გადაღებული შემზარავი კადრები

საცეკვაო მოედანზე ხალხი გარდაიცვალა - იტალიის ღამის კლუბში გადაღებული შემზარავი კადრები

იტალიის ღამის კლუბში დაწყებული პანიკის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა, ამის შესახებ BBC წერს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კორინალდოში მდებარე ღამის კლუბში პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც საცეკვაო მოენადზე წიწაკის სპრეი გაუშვეს. Lanterna Azzurra-ში რეპერის სფერა ებასტას კონცერტს 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ნახეთ ვიდეო - არეულობა და ჭყლეტა იტალიურ ღამის კლუბში: დაიღუპა 6 და დაშავდა 120 ადამიანი

გარდაცვლილებიდან ხუთი ადამიანი 14-16 წლის იყო. მეექვსე კი 39 წლის ქალია. ის კლუბში ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ინციდენტი ღამე 01:00 საათზე მოხდა. კონცერტი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როდესაც ხალხმა მძაფრი სუნი იგრძნო და საცეკვაო მოედანზე მყოფები საავარიო გასასვლელებისკენ გაიქცნენ. დაშავებულების დიდ ნაწილს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, შვიდი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

იტალიის შს მინისტრის, მატეო სალვინის განცხადებით, სამართალდამცველები მომხდარს დაუყოვნებლივ გამოიძიებენ და დაადგენენ, იყო თუ არა ჭყლეტის ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ დარბაზში დასაშვებზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"