ავტორი:

ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია

ვინ არიან ბებიები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა მოდელებად აქცია

დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მართლაც მისაბაძი კამპანია #გაუთბესიბერე წამოიწყო. საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსი 80 წელს გადაცილებულ ბებიებს მოარგო და საზოგადოებას მოდელების რანგში წარუდგინა. ფოტოებმა და ზოგადად იდეამ, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ისტორია, რომელიც ამ კამპანიას უდევს საფუძვლად, გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. დეტალები თავად დიზაინერმა გვიამბო:

- ეს საყვარელი ბებო 2 თვის წინ გავიცანი. რუსთაველის გამზირზე იჯდა და ტიროდა. რა თქმა უნდა გამოველაპარაკე, დავინტერესდი მიზეზით და გულიც გადამიშალა. ყოველდღიური პრობლემების გარდა, მომიყვა ბევრი რამ, მათ შორის ის რომ ყოველ თვე ბევრი წამალი სჭირდება და ისიც, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ბებო ცხოვრობს ისეთ სახლში სადაც უამინდობის დროს ოთახშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ბოლო 3 კვირა ბებოს ვერ დავუკავშირდი, თვითონაც აღარ მეხმიანებოდა, ძალიან ვნერვიულობდი... თურმე ტელეფონი დაუკარგავს და ჩემი შეწუხებაც მოერიდა. გუშინ შემთხვევით შევხვდი, ისევ რუსთაველზე, გაყინული ხელები გავუთბე და მაღაზიაში წამოვიყვანე. მგონი ჩვენ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გვაქვს საკეთებელი, ვიდრე ერთმანეთის დახმარება და სითბოა.

"ვის უნდა ჩემი ბებოს გაცნობა?" - ამ პოსტის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, მისი გაცნობის სურვილით, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა. სიმართლე გითხრათ, ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი. ორი დღე დამჭირდა, რომ თბილი და ყურადღებიანი ადამიანებისათვის საპასუხო წერილები გამეგზავნა. ბებოს ყველაფერი მოვუყევი, დავაიმედე, ვუთხარი, აღარაფრის გეშინოდეს, უამრავი ადამიანი გიდგას გვერდში-მეთქი. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მას ჭრელი თვალები გაუბრწყინდა, ისეთი ბედნიერება და ღიმილი ეტყობოდა, რომ არასდროს დამავიწყდება. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური გახდა და ბევრად მეტის გაკეთება მომინდა, მომინდა მეტი ასეთი სახე მენახა ჩემს ქალაქში. ვფიქრობდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რა შემეძლო, რით გამეხალისებინა ბებია და ბევრი მისი თანატოლი?! და უცებ მომივიდა იდეა, მოდელი ბებიები... რატომაც არა?! ვთქვი და გავიღიმე... გავიღიმე ალბათ ისე, როგორც ბებია იღიმოდა. წაიკითხეთ სრულად

"ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ... ყოველდღე მივდივარ კლინიკაში პატარების სანახავად" - გარდაცვლილი მშობიარეს მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა სურს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ონლაინრეგისტრაციას ვერ გადიხართ - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე