ავტორი:

დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-მ 16 დეკემბერს, თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს