ავტორი:

რომელი წამლები დაგიცავთ ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან, თრობისგან და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისგან

რომელი წამლები დაგიცავთ ახალ წელს ზედმეტი კილოგრამებისგან, თრობისგან და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისგან

ბევრი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ახალი წლის დღეებში ექიმთან მიმართვიანობა მატულობს - ზედმეტად ნოყიერი სუფრა, ალკოჰოლი თუ პიროტექნიკა ხშირად პრობლემების გარეშე ვერ ჩაივლის ხოლმე. ამას ემატება მომატებული კილოგრამებიც. რა მოვაშველოთ ორგანიზმს, რომ დღესასწაულის დღეებში საკვებისგან გამოწვეულმა უსიამოვნო შეგრძნებებმა არ შეგვაწუხოს, სასმელმა ზედმეტი პრობლემა არ შეგვიქმნას, თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები და რამენაირად გასუქების გარეშე შევირგოთ ტკბილეული და ცომეული. ფარმაცევტულ სამყაროს ნამდვილად აქვს საამისო საშუალებები და ამაზე უფრო დეტალურად სახალხო აფთიაქის ფარმაცევტი ნანა ხურციძე გვიპასუხებს.

- დღესასწაულებზე საკვებით გადატვირთვა მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემაა. გვირჩიეთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც გადატვირთულ კუჭ-ნაწლავს მონელებაში დაეხმარება და ამავე დროს, მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება.

- მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტი ვარ და ბევრი რამ ვიცი ჯანსაღ კვებაზე და არც ჩემს მომხმარებელს ვაკლებ რჩევებს, პირდაპირ გეტყვით, ეხლა არ არის დრო გელაპარაკოთ ცილების და ნახშირწლების შემცველი საკვები ცალ-ცალკე მიიღეთ, ხორცს ფორთოხლის წვენი დააყოლეთ, ნიახურის დიეტა დაიცავით-თქო. გირჩევთ რა გააკეთოთ, რომ სადღესასწაულო დღეებში შეკრულობამ, შებერილობამ, გულისრევის შეგრძნებამ რომ არ შეაწუხოთ და ჩამოვთვლი მხოლოდ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც თითქმის ყველა აფთიაქში ხელმისაწვდომია და არ სჭირდება ექიმის დანიშნულება. ელემენტარულ რჩევას კი ადგილობრივი ფარმაცევტიც გირჩევთ. მაშ ასე:

მთავარია სუფრაზე იყოს მცენრეული საკვები - მაგალითად ფხალი და თუნდაც ერთი სალათი ზეთით და ლიმონით, ამ ძმრით შეკმაზული. მას თუ მიაყოლებთ ხაჭაპურს, ხორცს, უფრო გაადვილდება საკვების მონელება, რადგან ბოსტნეული აძლიერებს ნაწლავების კუმშვადობას და ჭარბად მიღებული ცხიმების გამოდევნას უწყობს ხელს

ნიგვზიანი საკვები ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ არ ღირს გარისკვა - მიიღეთ ფერმენტი და ნაღვლმდენი საშუალებები - თუნდაც ალოხოლი.

გულისრევის შეგრძნებას ლიმონიანი წყალი შეგიმცირებთ. მთავარი რა არის - არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები ბინადრობენ და თქვენი ჯამრთელობის დიდი ნაწილი მათ კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული, ისე არ მოხდეს, რომ თქვენმა დღესასწაულმა მათი დასუსტება გამოიწვიოს, იცოდეთ, ახალი წლის სუფრა კუჭ-ნაწლავისათვის ნამდვილი ბრძოლაა და თუ გინდათ, ამ ბრძოლაში მოიგოთ, თქვენს საჭმლის მომენლებელ სისტემას დამცავი ძალა უნდა მიაშველოთ - დამატებითი ლაქტობაქტერიები საკვების მონელებას, მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ჭარბი ცხიმის და ქოლესტერინის ნაწლავებიდან სისხლში შეწოვას შეუშლიან ხელს. ამაში პროკომბოს 15 მილიარდი ლაქტობაქტერია დაგეხმარებათ. მაშ ასე, კუჭ-ნაწლავის მცირე აფთიაქი ასეთია: პროკომბო, მულტიენზიმი, ალოხოლი და ჰემოპროპინის მალამო, თუ სწორმა ნაწლავმა შეგაწუხათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ