ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში, რკინის მომპოვებელ საბადოში რეზერვუარის ჩამონგრევა მსხვერპლით დასრულდა. მინას-ჟერაისის გუბერნატორის, რომიუ ზემას განცხადებით, ამ მომენტისათვის გარდაცვლილია 9 ადამიანი, 400-მდე კი დაკარგულად ითვლება.
დაზიანებულია ახლომდებარე სახლები. აუცილებელი გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.