ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 248 ადამიანი. ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 110 დაღუპულზე. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, შემთხვევიდან მერვე დღეს გადარჩენილების პოვნის შანსი მინიმალურია.
მინას-ჟერაის შტატში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა.
ამასთან, რამდენიმე ტელევიზიამ ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც დაფიქსირებულია კაშხლის გარღვევის პროცესი.