ავტორი:

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის ზიარებას" - გიორგი მამალაძის ოჯახის აქცია საპატრიარქოსთან

საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ განუცხადა, გაუარესებულია მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.

„უკვე ორი წელია, ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს გარკვეული დაჯგუფებისა და მთავრობის ხელშეწყობით უკანონო პატიმრობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ვითხოვთ მის თავისუფლებასთან ერთად ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა. მის მძიმე სულიერ მდგომარეობას ემატება ის, რომ მამა გიორგის აწუხებს გული. დაემართა დიაბეტიც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აღენიშნება, რომელზეც საუბარი არ მსურს. ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა, რომ შიგნიდან მოგვეგვარებია ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამასთან დაკავშირებით. ამ აქციის მოწყობა ისევ საპატრიარქომ გვიბიძგა.

ჩემი ძმა არის სასულიერო პირი. ჩემს ძმას აქვს მხოლოდ უფლის მოწყალების იმედი. იგი დღემდე იმედიანადაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ერისკაცი, ოჯახის წევრი, ძმა და რადიკალური ნაბიჯები გადავდგი აქციის მოწყობის სახით“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

აქციას ასევე შეუერთდა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, „რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო ხელისუფლება და რომელიც დაამტკიცებს დეკანოზის უდანაშაულობას“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ