ავტორი:

ევა ბარბაქაძის ცნობა გაგიჭირდებათ - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი სულ უფრო ემსგავსება ცნობილ დედას

ევა ბარბაქაძის ცნობა გაგიჭირდებათ - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი სულ უფრო ემსგავსება ცნობილ დედას

ტელეწამყვანისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი სულ უფრო ემსგავსება უმშვენიერეს დედას. ევა ბარბაქაძე უკვე 18 წლისაა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ევას ცნობა გაგიჭირდებათ.

"შორენა, ეს შენი გოგო ისე იცვლება ყოველ ჯერზე... და სულ ლამაზი და უმშვენიერესი ხდება", - წერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ფოტოს კომენტარებში.

"ძალიან დაგემსგავსა, ძალიან. ჩვენი პატარა ევა გაიზარდა", - წერენ შორენას მეგობრები.

ევა ბარბაქაძე 2016 წლის 25 აპრილს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციების შემდეგ ევამ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა.