ავტორი:

"ეს რჩევა საყურადღებოა მამაკაცებისთვის..." - როგორ უნდა შეხვდეთ 14 თებერვალს და რას ურჩევს ასტროლოგი დაშორებულ წყვილებს

"ეს რჩევა საყურადღებოა მამაკაცებისთვის..." - როგორ უნდა შეხვდეთ 14 თებერვალს და რას ურჩევს ასტროლოგი დაშორებულ წყვილებს

14 თებერვალს მსოფლიოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. კაფე-ბარები და რესტორნები ივსება წყვილებით, შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან - მაღაზიებში ელვისებური სისწრაფით ქრება ყვავილები და სუნამოები.

astrologi.ge-სთან ინტერვიუში ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წყვილებს სავალენტინო რეკომენდაციებს სთავაზობს:

- როგორ შევხვდეთ ვალენტინობას?

- როგორც ასტროლოგი, მე არ ვარ მომხრე რიტუალების. მთავარია, სიყვარულითა და კარგი განწყობით შევხვდეთ, რადგან 14 თებერვალს, ადვილია კომუნიკაციაში შესვლა გარშემო მყოფებთან და მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე.

- ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს ბედი 14 თებერვალს?

- კონკრეტულად ვის როდის გაუღიმებს ბედი, ეს განისაზღვრება პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, ზოგადად გეტყვით, რომ იმ ადამიანებს გაუმართლებთ, ვინც გააზრებულად და რაციონალურად შეხედავს ურთიერთობის საკითხს, ვინაიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა თხის რქაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან ითხოვს რაციონალიზმს და ზრდასრულ დამოკიდებულებას ურთიერთობის მხრივ. თუ ამ ეტაპზე ახალ ურთიერთობას ვიწყებთ, აუცილებელია გააზრებული გვქონდეს ამ ურთიერთობის მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს ორდღიანი კავშირი.

ასევე, კარგია ასაკით უფროს ან უმცროს პარტნიორთან ურთიერთობა, იდეალურია 5-წლიანი სხვაობა, რადგან ამ დღეს ვენერა სატურნთან არის შეერთებული.

- რომელი პლანეტები იქნება აქტიური ამ პერიოდში ?

- ყველა პლანეტა უმეტეს შემთხვევაში აქტიურია ცაზე და მათი ასპექტებიდან გამომდინარე, მოაქვთ კონკრეტული მოვლენები ადამიანთა ცხოვრებაში, თუმცა სიყვარულის დღეს ყველაზე აქტიური ვენერა და სატურნის შეერთებაა, ამაო დაპირებების ნაცვლად სიყვარული პრაქტიკული გზით უნდა გამოვხატოთ. ასევე აქტიურია მარსი და ურანის ასპექტი, ამიტომ გირჩევთ, იმპულსური ქმედებებისგან თავი შეიკაოთ. არ აჰყვეთ ემოციურ ტალღას, რადგან შესაძლოა ამით ნეგატიური ფონი შექმნათ. ეს რჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა მამაკაცებისთვის.

- რას ურჩევდით დაშორებულ წყვილებს, როგორ აღადგინონ ჰარმონიული ურთიერთობა?

- ეს უკვე ინდივიდუალური ჰოროსკოპის მიხედვით განისაზღვრება და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, გააჩნია მიზეზებს, თუ რატომ არიან დაშორებულები, როგორი კავშირი ჰქონდათ ურთიერთობაში... წყვილი იმიტომ ხვდება ერთმანეთს, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც დაუსრულებელი/ შეუსრულებელი დარჩათ, გარკვეული გამოცდილება სჭირდებათ, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობით მიიღებენ წაიკითხეთ ვრცლად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ