ავტორი:

რუსი მედია-მაგნატი ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს - "ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."

რუსი მედია-მაგნატი ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს - "ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა..."

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიის НТВ–ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელეკომპანია "Останкино"–ს გენერალური დირექტორი, იგორ მალაშენკო ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემა Коммерсант-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 64 წლის მედიამენეჯერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟურნალისტი თემურ ვალეევი, რომელიც ბოლო ხანებში მალაშენკოსთან ერთად მუშაობდა, მის სიკვდილს ადასტურებს და ამბობს, რომ ის ესპანეთში, საკუთარ სახლში ისვენებდა და არსებობს მტკიცებულებები, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მალაშენკოს მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ყოფილი მედია-მაგნატი ვლადიმირ გუსინსკი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებულია და "მის სიკვდილზე არაფრის თქმა არ სურს..."

ცნობისთვის, მალაშენკო ქსენია სობჩაკის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მისი შტაბის უფროსი იყო. "გონზე ვერ მოვდივარ. ვერ ვიჯერებ, რომ მან თავი მოიკლა... ის ისეთი აქტიური, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ჩემს საპრეზიდენტო კამპანიაში კარიერულ წარმატებებსა და სწორ სვლებს სწორედ მის გამოცდილებას ვუმადლი..." - ამბობს ქსენია სობჩაკი.

ქსენია სობჩაკი და იგორ მალაშენკო

bbc.com–ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მალაშენკომ კარიერა 1980-იან წლებში ამერიკასა და კანადაში დაიწყო. 1991 წელს ის მიხეილ გორბაჩოვის აპარატის კონსულტანტად მუშაობდა, შემდეგ კი ტელეკომპანია "Останкино"-ს გენერალური დირექტორი გახდა. მოგვიანებით, მან კომერციული ტელეკომპანია "НТВ" დააარსა, რომელიც დღემდე რუსეთის ხელისუფლების ინტერესების აქტიურ პროპაგანდას ეწევა. 1996 წელს, აქტიურად იყო ჩართული ბორის ელცინის საპრეზიდენტო კამპანიაში.

2000 წლების დასაწყისში იგორ მალაშენკო საცხოვრებლად რუსეთიდან ამერიკაში გადავიდა და ბოლო წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. არსებული ვერსიებით, მას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინის ხელისუფლებასთან, თუმცა ამის შესახებ ღიად არ საუბრობდა, რადგან რუსეთში, კონკრეტულად მედიაორგანიზაციებში ბიზნეს-წილები ჰქონდა.

2001-2009 წელს დააფუძნა ტელეკომპანია RTVI. გასული წლის შემოდგომაზე მან ცოლად შეირთო ჟურნალისტი ბოჟენ რინსკი, რომელმაც 14 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე საავადმყოფოში მოხვდა.

მალაშენკოს ყოფილ ცოლთან განქორწინების შემდეგ ქონებრივი დავა ჰქონდა, რომელიც მუდმივი სკანდალებით მიმდინარეობდა. სწორედ თებერვალში რინსკამ განაცხადა, რომ იგორი პროცესს ძალიან განიცდიდა და საავადმყოფოშიც ნერვიულობის გამო მოხვდა.

თუმცა, მის მეგობრებს არ სჯერათ, რომ ამის ნიადაგზე მალაშენკო თავს მოიკლავდა, რადგან ის საკმაოდ ძლიერი ადამიანი იყო და არაერთი მძიმე პრობლემიდან გამომძვრალა.

ორი წლის წინ, მან ვრცელი ინტერვიუ მისცა novayagazeta.ru–ს, სადაც რუსულ და ამერიკულ მედიას შორის განსხვავებაზე საუბრობდა და წერდა, რომ რუსეთის "თავისებური" "მედია-დემოკრატია" და მისი მუშაობის პრინციპები დასავლურისგან სრულიად განსხვავდება.

მთავარი ფოტო: novayagazeta.ru

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე