ავტორი:

დავით ჭიჭინაძე საკუთარ პარტიას ქმნის - რა გეგმებზე საუბრობს დეპუტატი?

დავით ჭიჭინაძე საკუთარ პარტიას ქმნის - რა გეგმებზე საუბრობს დეპუტატი?

დადგა დრო, პოლიტიკური ორგანიზაცია მე თვითონ შევქმნა - პოლიტიკაში პოლიტიკით უნდა იცხოვრო, პოლიტიკა კი, პარტიას გულისხმობს, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ განმარტა, ის საკუთარი პარტიის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ამ მხრივ მისი დასაყრდენი 2012 წელს მოსული, იმედგაცრუებული ადამიანები არიან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა იმ საპარლამენტო ფრაქციაში შესვლას, რომლის ჩამოყალიბებაზეც ეკა ბესელია მუშაობს, ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ის უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვას დაელოდება, რადგან მისთვის “ფრაქციის შექმნა გარიცხულებთან ერთად უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე გამოსულებთან“.

“ამ ეტაპზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებიდან“ გამოვდივარ და არავის ფრაქციაში ყოფნას არ ვაპირებ. ჩემი “პატრიოტთა ალიანსთან“ ყოფნა ტექნიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო, მაგრამ პარლამენტში ტექნიკური მხარდაჭერით ვერ ვიცხოვრებ“, - დასძინა დავით ჭიჭინაძემ.