ავტორი:

თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

თბილისი რუმსის Garden Hall-ში ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება

ხელოვანთა კავშირი კონცეპტ Art 3 მარტს, დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილის სოლო-კონცერტზე გიწვევთ. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ასევე მოიცავს პიანისტის ახალი ალბომის „Pregnancy Music“ პრეზენტაციას. სასტუმრო თბილისი რუმსის Garden Hall-ში შეკრებილი მსმენელისთვის შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

დედის დღეს, ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ახალ პროგრამას პირველად შეასრულებს, მანამდე ქართველი პიანისტი კონცერტს 1 მარტს ფლორენციაში, დუომოს ცენტრში გამართავს მედიჩების შთამომავლის პაულო დელ ბიანკოს მიწვევით და საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

ვალერიან შიუკაშვილი: „3 მარტს შევასრულებ სრულიად ახალ რეპერტუარს, 1 მარტს ვუკრავ ფლორენციაში და მეორე დღეს ჩამოვდივარ საქართველოში, შესრულება უნდა იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, ლამაზი და ამავე დროს უნდა მოახერხო არტისტობა, პიანისტებიც ხომ არტისტები ვართ, უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ თითებით, ბგერებით. თუ ბგერა არ საუბრობს და შენ არ შეგიძლია გადმოსცე ის, რისი თქმაც გინდა, მაშინ შენი, როგორც არტისტის ფასი ნულია. მე არ მიყვარს პიანისტები, რომლებსაც თითი უსწრებთ აზროვნებას. ამას რასტრაპოვიჩი მასწავლიდა. რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარა, ის ჩელოზე საუბრობდა, თუმცა ზუსტ გეზს მაძლევდა.“

პროექტის მხარდამჭერია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT საინფორმაციო მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, მედია პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები - „სინერჯი“ და კომპანია „აირზენა“.

ბილეთები იყიდება: tkt.ge

კონცერტის დასაწყისი:20:00

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება