ავტორი:

დამანგრეველი ტორნადოები აშშ-ში - გარდაცვლილია 23 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვია

დამანგრეველი ტორნადოები აშშ-ში - გარდაცვლილია 23 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვია

აშშ-ში ტორნადოებს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სტიქია აღმოსავლეთ ალაბამაში მძვინვარებს.

შერიფ ჯეი ჯონსის თქმით, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს, თუმცა მაშველებმა უამინდობის გამო მუშაობა ღამით შეწყვიტეს.

დაშავებულების რაოდენობა ცნობილი არ არის, სამართალდამცველებს ტერიტორია ბლოკირებული აქვთ. ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტორნადოს სიჩქარემ საათში 266 კმ-ს მიაღწია.

სამაშველო სამსახურებში ამბობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების ვინაობის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. ერთ-ერთი დაღუპული 8 წლის ბავშვია. აღმოსავლეთ ალაბამას სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ამინდის გამო დაშავებულ 40-ზე მეტ ადამიანს მკურნალობენ და პაციენტების რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.

შერიფი ჯონსი სიტუაციას „კატასტროფულს“ უწოდებს. 4 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე