ავტორი:

"დეკოდერის" შემდეგი სერია ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიეძღვნება

"დეკოდერის" შემდეგი სერია ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიეძღვნება

ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს ეძღვნება „დეკოდერის“ შემდეგი სერია და სპეციალურად ამ დღისთვის, ქართველი მსმენელის წინაშე სამი ქალი DJ წარსდგება.

აღნიშნული დღე საუკუნეზე მეტია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სამწუხაროდ, უფლებებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან არსებული პატრიარქალური სისტემა და მასკულინური კულტურა, ხელს უშლის ქალების პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ემანსიპაციას.

„სექსიზმი და ქალთმოძულეობა ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაშიც გავრცელებულია და ქალი შემოქმედები ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლნი. ამის მაგალითია ის განცხადებები, როცა ქალებს ნაკლებად ნიჭიერ შემოქმედებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მხოლოდ ვიზუალური აღნაგობის გამო დგანან სცენაზე.

ჩვენ ვუერთდებით ქალთა ბრძოლას! 7 მარტის ღონისძიებაზე გვსურს ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ და სიმბოლურად სცენაზე ვიწვევთ სამ ქალ დიჯეის. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მანიფესტები დააჩქარებს მანკიერი და სექსისტური სტერეოტიპების რღვევისა და ნგრევის პროცესს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

სპეციალურად 7 მარტის ღონისძიებაზე, რომელიც „სფეისჰოლში“ გაიმართება, საქართველოში ცნობილი ბელგიელი დიჯეი ამელი ლენსი დაუკრავს. Amelie Lens - ბელგიელი Dj და პროდიუსერია, რომლის წარმატება იტალიურ ლეიბლ “Lyase Recording”-ზე დებიუტმა განაპირობა.

მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება Nur Jaber - Dj და პროდიუსერი, რომლის ფესვები ლიბანიდან მოდის. 2010 წლიდან იგი ბერლინის House და ტექნო კლუბების ხშირი სტუმარია. DECODER-ის ფარგლებში, საქართველოს იგი პირველად ეწვევა.

Nicole კი ქართველი Dj და პროდიუსერია, რომელიც 2018 წლის მაისში, Boiler Room-ის შესრულების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ქალ შემსრულებლად მიიჩნევა. 18 წლის ასაკში, ნიკოლი დუო “BODY THRILLS”-ის შემადგენლობაში სცენაზე პირველად გამოჩნდა. დღესდღეობით არტისტი კლუბ Cafe-Gallery-ს საპატიო რეზიდენტია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება