ავტორი:

"კირკოროვის მოსაკლავად ტერაქტი გალკინმა დაუკვეთა" - ბრალდებული ამბობს, რომ პუგაჩოვას ქმარი ეჭვიანობს

"კირკოროვის მოსაკლავად ტერაქტი გალკინმა დაუკვეთა" - ბრალდებული ამბობს, რომ პუგაჩოვას ქმარი ეჭვიანობს

დაღესტნის მცხოვრები ხიდირნები კაზუევი, რომელსაც მახაჩკალაში ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ტერაქტის მცდელობა ედება ბრალად, ამბობს, რომ კირკოროვის მკვლელობა ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა დაუკვეთა. ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდა“ წერს.

კაზუევის თქმით, 2017 წელს, როდესაც მოსკოვში იმყოფებოდა, ქუჩაში მასთან გალკინი მივიდა და კირკოროვის მკვლელობისთვის 2 მლნ რუბლი შესთავაზა. კაზუევი აღნიშნავს, რომ ალა პუგაჩოვას ქმარი ცოლის ყოფილ მეუღლეზე ეჭვიანობს და მკვლელობის მცდელობის მოტივიც სწორედ ეს იყო. მისი თქმით, შეთავაზებას დასთანხმდა და ავანსად 1 მლნ რუბლი და მობილური ტელეფონი მიიღო.

კაზუევი მოითხოვს გალკინის, კირკოროვისა და პუგაჩოვას დაკითხვას, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს საქმის გაჭიანურება სურს და ამიტომ კაზუევს მოთხოვნაზე უარი განუცხადეს. ბრალდებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ აუცილებლად დაადგენს, რამდენად არის ვერსია სიმართლესთან ახლოს.

გამოძიების ინფორმაციით, კაზუევმა გაბიბულ ხალდუზოვთან, სამირ იბრაგიმოვთან და შამილ მაგომედოვთან ერთად 2017 წლის გაზაფხულზე მიიღო გადაწყვეტილება, „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებულიყო. მათ კონცერტზე ტერაქტის სცენარი შეიმუშავეს. ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს.

2017 წლის შემოდგომაზე ოთხივე მათგანი დააკავეს.

ნახეთ ვიდეო - შეუკვეთა თუ არა გალკინმა კირკოროვის სიკვდილი? - რუსული მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას თავად კომიკოსი ეხმაურება

ჩეჩნეთის ლიდერმა თანამდებობა მეორე ქალიშვილსაც აჩუქა - როგორია კადიროვების "ალაჰის მიერ ბოძებული ქონება" და ამერიკა-ბრიტანეთის სანქციები

თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

ჰოლანდიაში 5-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა