ავტორი:

"თეა წულუკიანი არის არარაობა... მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ!" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"თეა წულუკიანი არის არარაობა... მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ!" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"თეა წულუკიანი არარაობაა, სხვა არაფერი და მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ" - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომ სახელმწიფოს მისი შვილი არ მოუკლავს.

"თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი?

თეა წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს? წულუკიანმა ის იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს? თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი - ამას ვიძახი ხმამაღლა. მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, ის აზიანებს ამ ქვეყნის მშვენიერებას", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა 20 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია.

“მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის. თქვენ ხან გოგაშვილის, ხან ვიღაცების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ?! მე ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაც დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ასე გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებსა და გვარებს.

ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად… დამიბარეთ და კითხები შეიმუშავეთ… თუ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისია შეიქმნება, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,” – განაცხადა წულუკიანმა.

ციხეების 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა, დაჯარიმდა 96 მოქალაქე - ბრიფინგი შსს-ში

ფოთის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტები განთავსდა