ავტორი:

"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა

"უნდა გამოვტყდე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი" - როგორი მძღოლია სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუას გაცნობიერებული აქვს, რომ ავტომობილის სრულფასოვნად მართვის სწავლა წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთადაა შესაძლებელი. საკუთარ ავტომობილს ნელ-ნელა უფრო დახვეწილად მართავს. ამბობს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ქალაქში მართვის მოწმობის გარეშეც დადიოდა...

- ამჟამად "მერსედეს C300" მყავს - შარშან შევიძინე. საერთოდ, უფრო მეტად მამაკაცური ავტომობილები მომწონს, ვიდრე "გოგოშკური". ეს მანქანა შემთხვევით ვნახე და ძალიან მომეწონა. "მერსედესი" იდეალური კლასის ბრენდია, კომფორტული. გამონაკლისი არც ჩემი მანქანაა - ძალიან კმაყოფილი ვარ. ისე, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, "მუსტანგი" მყოლოდა. სპორტული მანქანები მომწონს, თუნდაც - "შევროლეტი". ოცნებას აუცილებლად ავიხდენ, ოღონდ - ცოტა მოგვიანებით (იღიმის).

- ავტომობილს რომელი ასაკიდან მართავ?

- დაახლოებით 20 წლიდან ვიცი ავტომობილის მართვა. უნდა გამოვტყდე, რომ ცუდად მოვიქეცი, რადგან წლების განმავლობაში, მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. შარშან, ვიდრე ამ მანქანას შევიძენდი, ვაპირებდი, ჯერ მართვის მოწმობა ამეღო და ავტომობილი შემდეგ მეყიდა, რადგან ვიცოდი, მერე მართვის მოწმობის აღებაზე აღარ ვიზრუნებდი, მაგრამ მაინც ისე მოხდა, რომ ჯერ მანქანა ვიყიდე (იცინის), შემდეგ დრო გამოვნახე და მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები ჩავაბარე. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო: ბოლოს პატრულის თანამშრომლები რომ მაჩერებდნენ, უკვე "სინაგლესაც" ხომ ჰქონდა საზღვარი (იცინის)? მართვის მოწმობა ავიღე და ბედნიერი ვარ, რადგან ავტომობილს თავისუფლად ვმართავ. ვისაც მართვის მოწმობა აქვს და ამას წაიკითხავს, მიხვდება, რას ვგულისხმობ (იღიმის).

- ეს შენი პირველი ავტომობილია?

- არა. ავტომობილი პირველად დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე. სხვათა შორის, ისიც სპორტული იყო, მაგრამ უფრო მეტად - ქალური. ძალიან კომფორტული გახლდათ და კარგად მემსახურა.

- როგორც მივხვდი, პატრულის თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს, რადგან ამდენი ხანი მართვის მოწმობის გარეშე დადიოდი...

- (იცინის) სხვათა შორის, ძალიან იშვიათად მაჩერებენ, რადგან ყოველთვის ვცდილობ, წესები დავიცვა და ავტომობილი ისე ვმართო, რომ საფრთხე არ შევქმნა... იმ პერიოდშიც იშვიათად მაჩერებდნენ, მაგრამ მპატიობდნენ. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან დამჯერი, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ.

- პატრულის თანამშრომლები გცნობენ, ხომ?

- კი, ეს ფაქტორი მოქმედებს.

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც საჭესთან შენ გხედავენ?

- დადებითი. სულ ვამბობდი, ვიღაც ისეთი შემხვდება, ვისაც არ მოვწონვარ და მართვის მოწმობის უქონლობას არ მაპატიებს-მეთქი (იცინის), მაგრამ ასეთი არავინ შემხვედრია.

- არასოდეს დაუჯარიმებიხარ?

- ახლა, რაც მართვის მოწმობა მაქვს, ჯარიმები ავტომაგისტრალიდან მომდის, რადგან სწრაფი მანქანა მყავს - როგორც ამბობენ, დიდი ძრავა აქვს და სიჩქარისთვის ხშირად გადამიჭარბებია. თუ დასავლეთისკენ მივდივარ, არ არსებობს, ავტომაგისტრალიდან ჯარიმები არ მომივიდეს.

- სისწრაფე გიყვარს? ვინმესთან შეჯიბრების სურვილი გაგჩენია?

- ძალიან ფრთხილი ვარ. სისწრაფე მიყვარს, მაგრამ იმ შემთხვევაში ვუმატებ, როდესაც ვიცი, რომ მაქსიმალურად დაცული ვიქნები და არც თავად შევუქმნი საფრთხეს ვინმეს, ანუ როცა გზაზე ბევრი ავტომობილი არ მოძრაობს.

- საავარიო სიტუაცია შეგქმნია?

- ღმერთის წყალობით - არა და იმედია, არც შემექმნება.

- ავტომობილის მართვისას სწრაფად აზროვნებ?

- საერთოდ, ძალიან სწრაფი ინსტინქტი მაქვს, რომელიც ჯერჯერობით, არ მღალატობს.

- ავტომობილის გარეშე ცხოვრებას შეძლებდი?

- კი, შევძლებდი. 2 წლის განმავლობაში მანქანა მყავდა, შემდეგ კი ავტომობილის გარეშე დავდიოდი. ადამიანს მანქანა კომფორტს გიქმნის. კარგია, როდესაც საკუთარი ავტომობილი გყავს, თუმცა მის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

- საცობებს როგორ ართმევ თავს?

- თუ საცობებია, მაშინვე ალტერნატიულ გზაზე ვფიქრობ - საიდან შეიძლება, რომ მოკლე გზით წავიდე, რადგან ჩემთვის დრო უმნიშვნელოვანესია. თან, დაგვიანება არ მიყვარს. თუ საცობს თავს ვერ ვაღწევ, რა ვქნა? მუსიკას ვრთავ და ველოდები, გზა როდის გათავისუფლდება ან როცა მართლა დიდი საცობია, საქმეს ტელეფონით ვაგვარებ - სხვა შემთხვევაში, საჭესთან ტელეფონით არ ვსარგებლობ...წაიკითხეთ სრულად

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა