ავტორი:

დღეს "ვარდისფერი მთვარეა" - როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა ზოდიაქოს 12 ნიშანზე

დღეს "ვარდისფერი მთვარეა" - როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა ზოდიაქოს 12 ნიშანზე

19 აპრილს სავსემთვარეობაა. ეს დღე ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანია და სავსემთვარეობისას კოსმოსში დაგროვილი ენერგია დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმაზე, განსაკუთრებით კი ადამიანებზე ახდენა გავლენას, თუმცა გავლენა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე განსხვავებულად აისახება. ვინ რას უნდა ელოდეს დღევანდელი ე.წ. ვარდისფერი სავსემთვარეობისგან, რომელიც სასწორის ნიშანში ხდება და რომელსაც სინამდვილეში ვარდისფერ ფერთან საერთო არაფერი აქვს? ასე მას, როგორც გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობას უწოდებენ, ვინაიდან ვარდისფერი გაზაფხულსა და ბუნების ყვავილობასთან ასოცირდება.

ვერძი

ვერძებს 19 აპრილს ასტროლოგები ურჩევენ თავი შეიკავონ კოლეგებთან, და ზოგადად, კამათისგან. ამ დღეს იზრდება ემციური დაძაბულობა და მრისხანების შემოტევის ალბათობა, ამიტომ უმნიშვნელო კამათიც კი შესაძლოა სერიოზული ჩხუბის მიზეზი გახდეს.

კურო

კუროებისთვის აპრილის სავსემთვარეობა შესაძლოა ნიშანდობლივ დღედ იქცეს. ამაღამ შესაძლოა დაუჯერებლად საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მისი რეალიზება არ იჩქაროთ. თქვენი ინტუიცია თავად გიკარნახებთ, როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი დრო ამ იდეის განსახორციელებლად, ამიტომ უახლოესი დღეების განამვლობაში მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ.

ტყუპები

ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს ამ დღეს განმარტოება მოუნდებათ. თქვენს გარშემო თავს მოიყრიან მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ მათი გარემოცვაც მომაბეზრებელია თქვენთვის. ასტროლოგები გირჩევენ, მოთმინება გამოიჩინოთ და ამ ადამიანების მზრუნველობა დააფასოთ - ზოგიერთი ადამიანი ხომ ამაზე ოცნების უფლებასც ვერ აძლევს თავს.

კირჩხიბი

კიბოსთვის ეს დღე არაერთგვაროვანი იქნება. თუ დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში მოსალოდნელია სურპრიზი რთული ამოცანის სახით. თუმცა პანიკაში ჩავრდნა არ ღირს, მიეცით თავს „დინების მიმართულებით ცურვის“ უფლება - ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

ლომი

ასტროლოგები ლომებს აფრთხილებენ, რომ 2019 წლის 19 აპრილის სავსემთვარეობა ყოვლად არახელსაყრელი იქნება. დიდია ცუდი განწყობისა და დეპრესიის, ასევე მომატებული გაღიზიანებულობის ალბათობა. თუმცა სასოწარკვეთილებაში ჩავრდნა არ ღირს, ხვალ ღამის მნათობი ახალ ფაზაში გადავა და ვითარება დარეგულირდება.

ქალწული

ქალწულისთვის დღევანდელი სავსემთვარეობა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მოსალოდბელია ისეთ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მთელ მათ დარჩენილ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ამიტომ ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით გახსნილი ურთიერთობებისა და ახალი შეხვედრებისთვის, არ გაუშვათ თქვენი შანსი.

სასწორი

სწორედ სასწორის ნიშანში ხდება სავსემთვარეობა, ამიტომ ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ დრო და ყურადღება საკუთარ თავს დაუთმონ - ჯანსაღი ეგოიზმი ძალიან დროული იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას.

მორიელი

მორიელები დღეს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ ელექტრომოწყობილობებსა და საყოფაცხოცრებო ტექნიკას, ვინაიდან ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია. ამიტომ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები დაიცავით.

მშვილდოსანი

დღეს მშვილდოსნების განწყობა გარშემომყოფი ადამიანების საერთო განწყობაზე იქნება დამოკიდებული. გაითვალისწინეთ ეს გარემოება და შეეცადეთ ამ სიტუაციიდან სარგებელი მიიღოთ. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ერთი დიდი წვეულება მოაწყოთ, რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობდით.

თხის რქა

პრაქტიკული თხის რქები ამ დღეს მსუბუქი განტვირთვისა და მოდუნების საშუალებას მისცემენ თავს. ასტროლოგები გირჩევენ მცირე სისუსტეების გამო თვითგვემას არ მიეცეთ და მათგან სიამოვნების მიღება ისწავლეთ.

მერწყული

მერწყულებს დღევანდელი სავსემთვარეობა ნოსტალგიებში ჩაძირვას უქადის. თუმცა როგორც ასტროლოგები გირჩევენ, ნოსტალგიური ემოციებით თავს მეტისმეტად ნუ დაიმძიმებთ, რადგან წარსულზე დარდი აწმყოს დაჩდილავს და აქ დ ახლა ბედნიერების შეგრძნებას წაგართმევთ.

თევზები

თევზებს დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ, რომ ცუდ განწყობასა და სევდას გაუმკლავდნენ. ასტროლოგების დაჟინებული მოთხოვნით, დარდთან შებრძოლება აუცილებელი იქნება, ვინაიდან საწინააღმდეგო შემთხვევაში შესაძლოა შთაგონებისა და კარგი განწყობის დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გაგიჭირდეთ.

თუ სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ქართველი ასტროლოგების რეკომენდაციები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაეცნოთ:

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ