ავტორი:

"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე

"როდესაც ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად მოვლილი უნდა იყო" - ტელეწამყვანი ოჯახზე, პროფესიასა და თავის მოვლის საშუალებებზე

ნინუცა ორჯონიკიძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის - "ნაშუადღევის" ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. ტელეწამყვანი პროფესიაზე, ჩაცმის სტილზე, თავის მოვლაზე და ოჯახზე ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საუბრობს:

- დიდად პრანჭია ბავშვი არ ვყოფილვარ, უფრო ცელქი, მოძრავი და ენერგიული ვიყავი. თან, ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ცოტათი განსხვავებული, მაგრამ ბედნიერი და სითბოთი სავსე ბავშვობა გვქონდა. ის ყველაფერი, რაც ახლა საქართველოშია - მაღაზია, კაფე თუ სავაჭრო ცენტრი, მაშინ არ იყო. ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, კარგად ვერთობოდით, ხალისიანები ვიყავით...

- დღეს გაპრანჭვა გიყვარს?

- როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩნდები, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, მოვლილი იყო, რადგან ეკრანზე ყველაფერი ძალიან ჩანს. შესაბამისად, ტელევიზიაში გრიმიორები, ვიზაჟისტები გვეხმარებიან. წამყვანების ჩაცმის სტილზე, ნებისმიერ დეტალზე "ფროდაქშენის" ჯგუფი ერთობლივად მუშაობს... რეალურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არასოდეს ვხმარობ და გაცილებით უფრო მოხერხებულად ვიცვამ - ჯინსის შარვალი და მაისური ჩემი განუყრელი "მეგობარია".

- შენთვის, როგორც ტელეწამყვანისთვის შერჩეული სამოსი შენს გემოვნებას ყოველთვის ემთხვევა?

- ამ საკითხს ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილი პროფესიონალები მიგვარებენ - მე სულ რამდენიმე თვეა, რაც ეკრანზე ვჩანვარ. კიდევ საინტერესო დეტალს ვიტყვი: შეიძლება, ის სამოსი, რაც ცხოვრებაში ლამაზია, ეკრანს საერთოდ არ უხდებოდეს და პირიქით - რამაც შეიძლება ცხოვრებაში დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს, ეკრანზე ლამაზი ჩანდეს. ამიტომ პროფესიონალებზე მინდობილი ვარ.

- ეკრანზე კედებში გამოწყობილიც ჩნდები...

- კი. 2-საათნახევრიანი ეთერია და საკმაოდ დამღლელია, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია. კედების ჩაცმასთან დაკავშირებით, პროდიუსერებს პრობლემა არ აქვთ, პირიქით... "ნაშუადღევს" აკადემიური გადაცემა არ არის. თუ გადაცემა ისეთ თემებზეა, რომ აუცილებელია, აკადემიურად გამოვიყურებოდეთ, გვაფრთხილებენ. თავისუფალი ფორმატი გვაქვს, როგორც ჩაცმულობის, ასევე წაყვანის თვალსაზრისით.

ფინანსისტი და ტელეწამყვანი

- ამჟამად, ჩემი ძირითადი საქმიანობა ტელევიზიას უკავშირდება. ჩვენი გადაცემა ყველას ძალიან გვიყვარს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობთ, რომ უკეთესი წამყვანები ვიყოთ, მაყურებლებისთვის საინტერესო თემები მივიტანოთ. საკმაოდ ხანგრძლივი, დინამიკური და ინფორმაციული ეთერი გვაქვს. შესაბამისად, ძირითადად, ინფორმაციის ძიებაში ვარ. დღის მეორე ნახევარში შვილზე ზრუნვით გახლავართ დაკავებული.

- კიდევ სადმე მუშაობ?

- არა, რას ამბობთ! ამ საქმეს ბევრი დრო სჭირდება. ერთი პერიოდი "საქართველოს ვარსკვლავზეც" ვმუშაობდი და მაშინ კვირაში 6 დღე მუშაობა მიწევდა, საკმაოდ დატვირთული ვიყავი. ეს სულ რაღაც თვე-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან მაგარი იყო! ისე გამიხარდა, წამყვანად რომ შემარჩიეს, გაოგნებული ვიყავი!

- როგორ ფიქრობ, შენ რატომ შეგარჩიეს?

- წარმოდგენა არ მაქვს, მეშინია ვიკითხო. ხომ იცი, რომ გაგიმართლებს, ჯობია არ იკითხო, რატომ გაგიმართლა (იცინის). "ნაშუადღევში" რომ მოვხვდი, ამაშიც საოცრად გამიმართლა, რადგან საკმაოდ რთული კასტინგი ჩატარდა. ყველა შესარჩევი გოგო ძალიან კარგი იყო. ცხოვრებაში მართლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგიმართლებს.

- "ნაშუადღევის" წამყვანობამდე რას საქმიანობდი?

- პროფესიით ფინანსისტი ვარ. საინვესტიციო ბანკში ვმუშაობდი. ასევე, საუდიტორო კომპანიაში სტაჟირება გავიარე, როდესაც ვსწავლობდი... ბოლო 3 წელიწადია, უკვე ტელევიზიით დავკავდი, ოღონდ როდესაც სტაჟირებას გავდიოდი, ძირითადად, ეკრანზე არ ვჩანდი - რეპორტიორად ვმუშაობდი.

თავის მოვლა

სატელევიზიო გრიმის გაკეთება ხშირად გვიწევს. შედეგად, სახის კანი გადაღლილია. უბრალოდ, ყოველ დილა-საღამოს კანს ვიტენიანებ. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, აუცილებლად ვვარჯიშობ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია, არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ - კარგ ხასიათზეც დგები ადამიანი, ენერგიული ხარ... კვების რეჟიმს რაც შეეხება, გაკონტროლებას წინათ უფრო ვახერხებდი, რომ უფრო მეტად ჯანსაღი საკვები მეჭამა. როგორც აღვნიშნე, ჩვენი გადაცემა საკმაოდ ხანგრძლივია. რომ ვიღლები, ხან შოკოლადს შევჭამ, ხან - სხვა ტკბილეულს, რომ "ენერგიაზე მომიყვანოს". რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ. ისე, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. ქართული სამზარეულო მიყვარს და ჩემს თავს გემრიელი ქართული კერძების ჭამაზე უარს არ ვეუბნები.

ოჯახი

- 9 წელია, გათხოვილი ვარ. მყავს მეუღლე და ერთი ბიჭი - ძალიან საყვარელი და კეთილი. ჩემი შვილი ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარია. განსაკუთრებით, "ლევან ჯობავას სამზარეულო" უყვარს. სკოლის მოწაფეა. ტელევიზია მოსწონს და ჩვენთან ერთად, იქ ბევრ დროს ატარებს. ყველას იცნობს. პერიოდულად უფლებას აძლევენ, კამერაშიც ჩაიხედოს და საეთეროშიც შევიდეს - კარგად იქცევა...წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"ხშირად მწერენ, შეირგე ბავშვობაო... ბევრი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე" - როგორ ზრუნავს გარეგნობაზე რუსკა ქარქაშაძე და რას საყვედურობენ სოციალურ ქსელში

დაარღვია თუ არა "ჯორჯიან მანგანეზმა" ე.წ. ტრესტის შენობის რეაბილიტაციისას კანონი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტება

პარლამენტთან დაკავებულებს შორის საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და ირაკლი კუპრაძე არიან - რას აცხადებენ შსს-ში?