ავტორი:

პირველი იაპონელი მონარქი, რომელიც ტახტზე უარს ამბობს - იმპერატორი აკიჰიტო გადადგომისთვის ემზადება

პირველი იაპონელი მონარქი, რომელიც ტახტზე უარს ამბობს - იმპერატორი აკიჰიტო გადადგომისთვის ემზადება

85 წლის ასაკში, იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგომისთვის ემზადება. ამის შესახებ CNN იუწყება.

აკიჰიტო ბოლო 200 წლის მანძილზე პირველი იაპონელი მონარქი იქნება, რომელმაც ტახტზე უარი თქვა და გადადგა. გადადგომის მიზეზად იმპერატორი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

„ვშიშობ, რომ შესაძლოა რთული გახდეს ჩემთვის ყველა იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც სახელმწიფო სიმბოლოს ევალება, რასაც აქამდე ვაკეთებდი“, - ეს განცხადება მან ჯერ კიდევ 2016 წელს გააკეთა, რამაც განაპირობა კანონმდებლების მიერ კანონის შეცვლა, რომელიც იმპერატორს გადადგომის უფლებას მისცემდა. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიიღო იმპერატორმა პენსიაში გასვლის გადაწყვეტილება.

იაპონიაში იმპერატორი არ ფლობს პოლიტიკურ ძალას და მხოლოდ ეროვნულ სიმბოლოს გამოხატავს.

გადადგომის ცერემონიალი მაცუ-ნო-მას საიმპერატორო სასახლეში გაიმართება. ცერემონია 10 წუთს გაგრძელდება და სულ 330 ადამიანი დაესწრება. 1 მაისს კი უკვე მისი მემკვიდრის, 59 წლის პრინც ნარუჰიტოს იმპერატორად კურთხევის ცერემონიალი შედგება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე