ავტორი:

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან

HeartMath-ის ინსტიტუტის მეცნიერებმა გულისა და ტვინის, ემოციებისა და ფიქრების შეთანხმებულ მუშაობასა და ჩვენს ქვეცნობიერზე მათ ზეგავლენაზე კვლევები ჩაატარეს და შოკისმომგვრელ შედეგებამდე მივიდნენ.

იცოდით, რომ ემოციები პირდაპირ ახდენენ ზეგავლენას თქვენს სხეულზე და იმუნურ სისტემაზე?

ექსპერიმენტები ამ კუთხით ადრეც ტარდებოდა, ალბათ, გსმენიათ სიცილის თერაპიის შესახებაც, რომლის ფუძემდებელი ერთი ამერიკელი ჟურნალისტი გახლდათ. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მეცნიერებს საშუალება მისცა ეს ყველაფერი ლაბორატორიულად დაემტკიცებინათ.

ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინა ბევრ ფაქტს. დადასტურდა, რომ როდესაც ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები, როგორებიცაა მადლიერება, დაფასება, სიყვარული და ა.შ. გული ძალიან განსხვავებულ მესიჯებს იძლევა, რაც მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ნეგატიური ემოციები კი ნერვული სისტემის ქაოსს ქმნიან და ადამიანს აავადებენ.

ემბრიონალური განვითარებისას გული უფრო ადრე ფორმირდება და იწყებს ფუნქციონირებას, ვიდრე ტვინი. დედის ტვინისგან წამოსული ტალღები ბავშვის გულთან სინქრონულად მუშაობს. გული ჩვენი ემოციებისგან მიწოდებული ინფორმაციით ქმნის ელექტრომაგნიტულ ველს, რომელიც ადამიანის სხეულისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით ვრცელდება. იგი გაცილებით მეტ ინფორმაციას გზავნის ტვინში, ვიდრე პირიქით.

"ჩვენი ემოციების მართვით, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის კოდირებული ინფორმაცია, რომლითაც გული ჩვენს ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. სწორედ ამ ველის მეშვეობით ჩვენ ყველანი, ჩვენი გარემოცვა და მთელი პლანეტა ერთი მთლიანობა ვართ", - ამბობენ მკვლევარები. წაიკითხეთ სრულად

"პასკას თავი რომ არ გაუსკდეს.." - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები

სნუპ დოგი "ინსტაგრამზე" ქართველების ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს - რას წერენ უცხოელები და როგორ გახდა აჭარული ცეკვა კიდევ უფრო პოპულარული

"ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს" - რას წერს ზურაბ გურული კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის წამლის შესახებ