ავტორი:

"მე გადავრჩი და ახლა ვეღარ გამაჩუმებთ" - რატომ გაათავისუფლა "იმედის" დირექტორმა პროდიუსერი მაია სტეფნაძე

"მე გადავრჩი და ახლა ვეღარ გამაჩუმებთ" - რატომ გაათავისუფლა "იმედის" დირექტორმა პროდიუსერი მაია სტეფნაძე

პროდიუსერი მაია სტეფნაძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო ტელეკომპანია "იმედიდან" გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი სტეფნაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"ტელეკომპანია "იმედის" დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა. მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ! თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ "ფეისბუქზე" დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!!

თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის თავიც კი არ შეიწუხეთ!ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე რაც "ფეისბუქზე" პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა "იმედის" დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო...

ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე. "იმედის" ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...არ გამოგივათ!!! გარეთ 21-ე საუკუნეა!!! ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს... ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა. მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს" - წერს სტეფნაძე, რომელიც "იმედში" გადაცემის "სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად" პროდიუსერი იყო.

VIDEO: "მე გადავრჩი და ეხლა ვეღარ გამაჩუმებთ!" - ჯაჯანიძის შოუს ყოფილი პროდიუსერი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ