ავტორი:

დავით გარეჯში პროვოკაციას არ ველოდებით - სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე

დავით გარეჯში პროვოკაციას არ ველოდებით - სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე

ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას, - ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ დავით გარეჯში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რაიმე სახის პროვოკაცია, კუპატაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი გამორიცხულია.

„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავით გარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეებს ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით აიყვანენ.

„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ შევეცდებით ეტაპობრივად მოვახერხოთ ამ ხალხის აყვანა. რამოდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" გაიმართება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღესვე, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვას აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებიც გეგმავდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ