ავტორი:

ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)

ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ნიშნიანიძე ფოთიდან პატარა გემით ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს. მისი თქმით, ხომალდის აგება და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა. ისინი გემს 2 თვეა აშენებენ და როგორც თავად ამბობენ, მშენებლობა დღეს დასრულდება.

ომარ ნიშნიანიძის ინფორმაციით, 14- მეტრიანი სიგრძის ხომალდი "არგო" პარასკევს, 31 მაისს ფოთიდან გასაცურად მზად იქნება და მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება.

"ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა, მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა, მითი არგონავტების შესახებ არის სინამდვილე და მართლა არსებობდა ჩვენი კოლხეთი, ულამაზესი და მდიდარი ქვეყანა მეფე აიეტით, მედეათი და ასე შემდეგ. ზუსტად 35 წლის თავზე ჩემს სტუდენტებთან ერთად, გადავწყვიტე აღგვენიშნა ეს თარიღი, მოვიძიეთ მასალები და დავიწყეთ მზადება. რა თქმა უნდა, გემი უნდა აგებულიყო ძველ ფაზისში, ფოთში, რომელიც არის სწორედ ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 31 მაისს, მალთაყვაში მდინარე კაპარჭინისა და პალიასტომის ტბის შესართავთან მოვაწყობთ ღონისძიებას, ხომალდის გაცილებას, ვანამდე, გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე, ისე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ტიმ სევერინმა. იმ დღეს ვანში იქნება ვანელობა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ