ავტორი:

"ბრედლიმ ძალიან ბევრი დაკარგა!" - სად გაფრინდა ირინა შეიკი კუპერთან დაშორების შემდეგ

"ბრედლიმ ძალიან ბევრი დაკარგა!" - სად გაფრინდა ირინა შეიკი კუპერთან დაშორების შემდეგ

ბრედლი კუპერთან დაშორების შემდეგ ირინა შეიკმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღე მშვიდ და გრილ ადგილას გაეტარებინა. როგორც დასავლური მედია წერს, მოდელი ლოს-ანჯელესის აეროპორტში ხელში თბილი ქურთუკით შენიშნეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შეიკი ისლანდიაში გაემგზავრა, სადაც იტალიური ბრენდის Falconeri სარეკლამო ვიდეოს იღებენ.

თუმცა, თუ მისი „ინსტაგრამის“ მიხედვით ვიმსჯელებთ, თბილი სამოსის აუცილებლობა ჯერ არ აქვს - ირინა ჩანჩქერის ფონზე საცურაო კოსტიუმით პოზირებს.

შეიკის მიმდევრები ფოტოს კომენტარებში წერენ, რომ მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ბრედლიმ მასთან დაშორებით „ბევრი დაკარგა“.

ისლანდიაში ირინა აგენტთან, ალი კავუსისთან და ფოტოგრაფთან ჯამპაოლო სგურასთან ერთად ჩავიდა.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს