ავტორი:

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს - რა ედება ბრალად ლევან ვასაძის თანამოაზრეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს - რა ედება ბრალად ლევან ვასაძის თანამოაზრეს

სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ლევან ვასაძის თანამოაზრე, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, - აცხადებენ შსს-ში.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?