ავტორი:

რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა

რა გაამხილა მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისმა უახლოესმა მეგობარმა

ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, შვიდგზის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა უახლოესმა მეგობარმა იშვიათი კომენტარი გააკეთა.

ხუთწელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც "ფორმულა 1"-ის მრბოლელმა თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალის დროს და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის. შუმახერის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და მედიაში თითქმის არაფერი იწერება, თუ როგორ გრძნობს თავს ლეგენდა.

ახლა კი, "ფერარის" მრბოლელის ყოფილმა მენეჯერმა და შუმახერის ახლო გარემოცვის წევრმა ჟან ტოდმა, რადიო "მონტე კარლოსთან" ინტერვიუს დროს მწირი ინფორმაცია გაუზიარა სპორტსმენის ფანებს. ტოდის თქმით, 50 წლის შუმახერს "კარგი პროგრესი" აქვს და მათ ცოტა ხნის წინ ტელევიზორში ერთად უყურეს "ფორმულა 1"-ის რბოლას.

"მე ყოველთვის ფრთხილი ვარ ასეთი განცხადებების დროს, მაგრამ ეს სიმართლეა. მე მიხაელ შუმახერთან ერთად ვუყურე რბოლას შვეიცარიაში, მის სახლში" - განაცხადა ტოდმა ინტერვიუში.

არსებული ინფორმაციით, მიხაელის სრულ გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი გაუძლებს ამგვარ დატვირთვას და ამ ხანგრძლივობას.

მრბოლელის მენეჯერმა ინტერვიუში ასევე დასძინა: "მიხაელი საუკეთესო ხელშია და მას ყურადღებას აქცევენ საკუთარ სახლში. ის არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას!"

მიხაელ შუმახერს მძიმე ინციდენტი 2013 წელს შეემთხვა. ის 6 თვის განმავლობაში კომაში იყო. 2014 წლიდან მრბოლელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარ სახლში, შვეიცარიაში აგრძელებს მკურნალობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე